Friday, 10 July 2026
$ 2.64
3.01
£ 3.54
0.03
0.06

პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისათვის არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა. სახელმწიფო ჯილდო გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს დღეს სასახლეში გამართული შეხვედრისას გადასცა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებისაგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა გამოძიებისა და ექსპერტიზის მიმდინარეობის შესახებ. ასევე შეხვედრისას საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის […]

admin21.05.2018

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტად აშშ-ში გაემგზავრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ხუთდღიან ვიზიტად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ლევან იზორია აშშ-ში ვიზიტს თავდაცვის დეპარტამენტში შეხვედრებით დაიწყებს, სადაც ყურადღება სამხედრო სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივ თანამშრომლობასა და საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესში აშშ-ის მხარდაჭერაზე გამახვილდება. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის რიგით მეორე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტი უმასპინძლებს. მოგვიანებით […]

admin21.05.2018

თბილისის ქუჩებში მუშაობა ქვეითმა პატრულმა დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს საპატრულო პოლიციის რეფორმას, რომლის ერთ-ერთ კომპონენტია საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო მომსახურების განვითარება. რეფორმის ახალი ეტაპის ფარგლებში, დღეიდან თბილისში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვეითი პატრულის კორპუსი ამოქმედდა. პირველი სამუშაო დღის დაწყების წინ, ქვეით პატრულებს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შეხვდა, ახალი დანაყოფის მისიასა და მნიშვნელობაზე ესაუბრა, დავალებები მისცა და წარმატებები უსურვა. ამ ეტაპზე, […]

admin21.05.2018

ვენესუელას საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადურომ მეორე ვადით გაიმარჯვა

ნიკოლას მადურომ  ვენესუელას საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით გაიმარჯვა და მომავალი 6 წლის ვადით ქვეყნას კვლავ იგი უხელმძღვანელებს. როგორც BBC იუწყება, საკვების დეფიციტის და მძიმე ეკონომიკური კრიზისის პირობებში ამომრჩეველთა აქტივობა დაბალი იყო და საარჩევნო უბნებთან ხმის მისაცემად ამომრჩეველთა მხოლოდ 46 პროცენტი გამოცხადდა. ოპოზიციის მთავარმა კანდიდატმა, ჰენრი ფალკონმა შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. […]

admin21.05.2018

თბილისში, „საქართველოს ფოსტის“ სავაჭრო ჯიხურზე თავდამსხმელი პირი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ო.ჯ., ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე, „საქართველოს ფოსტის“ კუთვნილ სავაჭრო ჯიხურში შეიჭრა, 6200 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. […]

admin20.05.2018

კუბის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ „ბოინგ737“-ის ჩამოვარდნის შედეგად 110 ადამიანია დაღუპული

კუბის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ პარასკევს ჰავანას საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენილი 1979 წელს დამზადებული „ბოინგ737“-ის ჩამოვარდნის შედეგად 113 ადამიანიდან დაღუპულია 110 და მხოლოდ სამი მოქალაქე გადაურჩა სიკვდილს. 1989 წლის შემდეგ ყველაზე საშინელი ავიაკატასტროფის გამო, კუბაში ორდღიანი ეროვნული გლოვაა გამოცხადებული. ოფიციოზის თქმით, ამ დროისთვის მხოლოდ 15 ადამიანია იდენტიფიცირებული და ნაპოვნია ერთი შავი ყუთი. კუბის ხელისუფლების განცხადებით, გარდაცვლილთაგან 99 […]

admin20.05.2018

ფოტოები: პრინც ჰარის და მეგან მარკლის ქორწილი

უინძორის სასახლეში, წმინდა გიორგი სამლოცველოში პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ საქორწინო ბეჭდები გაცვალეს და თავიანთი აღთქმა დადეს. სამეფო ქორწილი სურათებში: Image copyrightPAImage captionCrowds cheered Prince Harry, Duke of Sussex, and his wife Meghan, Duchess of Sussex, as they travelled in the horse-drawn Ascot landau Image copyrightEPAImage captionUp to 100,000 well-wishers lined the route as the […]

admin19.05.2018

გიორგი გახარია: ერთი და იგივე ადამიანები კლუბებში ვაჭრობენ ნარკოტიკული საშუალებებით, თუმცა კლუბის მფლობელებს არასდროს მოუმართავთ დახმარებისთვის

„არც ერთი შემთხვევა კლუბის მფლობელების, ხელმძღვანელობის მხრიდან არ ყოფილა, რომ მათ მიემართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და ეთხოვათ, რომ დავხმარებოდით ამ პრობლემის გადაწყვეტაში. მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ მტკიცებულებებით, რომ ადამიანები, რომლებიც ვაჭრობენ ნარკოტიკული საშუალებებით, ჩვეულებრივად, ყოველგვარი დაცვის გვერდის ავლით შედიან-გამოდიან. ერთი და იგივე ადამიანები არიან ერთი და იგივე კლუბებში, როდესაც ვხედავთ, რომ ეს ადამიანები არიან ამ […]

admin18.05.2018

ტრამპმა დაამშვიდა კიმ ჩენ ინი, რომ ლიბიის ლიდერის ბედს არ გაიზიარებს

მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ შესაძლოა უარი თქვას შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის 12 ივნისს სინგაპურში დაგეგმილ შეხვედრაზე, თუკი ვაშინგტონი ცალმხრივად და დაჟინებით მოითხოვს ფხენიანისაგან ხელი აიღოს მის ბირთვულ შეიარაღებაზე, ტრამპმა მისი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მოსაზრების საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა და დაამშვიდა ფხენიანი, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული […]

admin18.05.2018

დიმიტრი ქუმსიშვილმა ქუთაისში კომპანია „ემჯიემტექსის“ ახალი საწარმო ოფიციალურად გახსნა

„ჩვენ ვიმყოფებით სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილ საწარმოში, რომელიც დღეიდან დაიწყებს H&M“-ის პროდუქციის წარმოებას და ასევე მოლაპარაკების პროცესშია „ზარასთან“ და „ბენეტონთან.“ ეს არის ქართულ-რუმინული ინვესტიციით შექმნილი საწარმო, სადაც ჯამში 7 000 000 ლარის ინვესტიცია ხორციელდება და მისი ნაწარმი ძირითადად მიმართული იქნება ექსპორტზე“ – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ქუთაისში კომპანია „ემჯიემტექსის“ ახალი საწარმოს ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. […]

admin18.05.2018