საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტად აშშ-ში გაემგზავრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ხუთდღიან ვიზიტად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ლევან იზორია აშშ-ში ვიზიტს თავდაცვის დეპარტამენტში შეხვედრებით დაიწყებს, სადაც ყურადღება სამხედრო სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივ თანამშრომლობასა და საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესში აშშ-ის მხარდაჭერაზე გამახვილდება. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის რიგით მეორე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტი უმასპინძლებს. მოგვიანებით […]