Friday, 10 July 2026
$ 2.64
3.01
£ 3.54
0.03
0.06

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი: სომხები და ქართველები მრავალი ასეული წლის განმავლობაში ვცხოვრობთ როგორც ძმები და დები

სომხები და ქართველები მრავალი ასეული წლის მანძილზე ვცხოვრობთ როგორც ძმები და დები და არასოდეს გვქონია რამე მნიშვნელოვანი კონფლიქტი და გაუგებრობა, განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა თავისუფლების მოედანზე, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს და დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძებაზე სიტყვით გამოსვლისას. „28 მაისს ჩემი ერიც იზეიმებს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს, მაგრამ ჩვენი ორი ერი, […]

admin26.05.2018

დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან 12 ივნისს სინგაპურში დაგეგმილი ისტორიული შეხვედრა გააუქმა. კიმ ჩენ ინისადმი გაგზავნილ წერილში, რომელიც თეთრმა სახლმა გაავრცელა, ნათქვამია, რომ იმ ფონზე, როცა ჩრდილოეთ კორეის ბოლო განცხადებაში „უზარმაზარი სიბრაზე და ღია მტრობა“ არის გამოხატული, „არამართებული“ იქნებოდა ხანგრძლივი შეხვედრის გამართვა, რომელიც 12 ივნისს სინგაპურში იყო დაგეგმილი. […]

admin24.05.2018

25-26 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივით, ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ტარდება

25-26 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივით ტარდება ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. აღნიშნული ფაკულტეტის დაარსებიდან რიგით მე-3 კონფერენცია საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ზოგადად, ქვეყნის დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია ერთიანი სამი ჰიპოსტაზია, რომელსაც პროგრესის თანამედროვე არსი და სახელმწიფოებრივი განვითარების კონცეფცია ეფუძნება. „კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ უცხოეთის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები […]

admin24.05.2018

საპატრიარქო მოუწოდებს სამღვდელოებას, შეწყვიტონ „ყოველგვარი ურთიერთობა „რუსთავი 2-თან“

„რუსთავი 2“ ქმედებების სულისკვეთება ერთია, – სურთ ჩვენი საზოგადოება წარმოაჩინონ თავისუფალი აზროვნების მოწინააღმდეგედ, ხოლო ჩვენი ეკლესია, – პრორუსულ ძალად. ვფიქრობთ, მათ არ ესმით, რომ ეკლესია ქრისტეს სხეულია და იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკასთან დაკავშირებული, არც პრორუსულთან და არც – პროდასავლურთან, აცხადებენ საქართველოს საპატრიარქოში და დასძენენ, რომ სამაუწყებლო კომპანიის „გადაცემები იმდენად ცინიკური და უტიფარია, რომ ხალხის […]

admin24.05.2018

კახა კალაძის განცხადებით თბილისში, ზოგიერთი ავტობუსის მარშრუტებში ცვლილებები შედის

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. როგორც მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სატრანსპორტო პოლიტიკა რჩება უმნიშვნელოვანეს მიმართულებად და ამ მხრივ, ცვლილებები იგეგმება. როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილისში, ზოგიერთი ავტობუსის მარშრუტებში ცვლილებები შედის. „სატრანსპორტო პოლიტიკა ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ჩვენ კარგად გვესმის არსებული რეალური მდგომარეობა, პრობლემები და გამოწვევები. კარგად გვაქვს გააზრებული, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, […]

admin24.05.2018

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ვაშინგტონში, საკუთარ სახლში გიორგი კვირიკაშვილს უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ვაშინგტონში, საკუთარ სახლში უმასპინძლა. სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ლიდერებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის დღის წესრიგში არსებული ყველა საკითხი დეტალურად განიხილეს. შეხვედრისას კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა, რომ ამერიკა საქართველოს გვერდით დგას ყველა გამოწვევასთან გამკლავებაში, შესაძლებლობებსა თუ მიღწევებში. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ის განსაკუთრებით აფასებს გიორგი კვირიკაშვილის, როგორც ლიდერის როლს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის […]

admin24.05.2018

თბილისში, „ვარდების მოედანს“ „პირველი რესპუბლიკის მოედანი“ დაერქმევა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის გადაწყვეტილებით „ვარდების მოედანს“ „პირველი რესპუბლიკის მოედნის“ სახელი ეწოდება. საკითხი დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა. კომისიის თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ 26 მაისს სრულდება 100 წელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან, კომისიის წევრთა უმრავლესობა ამ სახელზე შეჯერდა. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომას პროტესტის ნიშნად არ დასწრებიან ფრაქციების „ნაციონალური […]

admin23.05.2018

გიორგი კვირიკაშვილი: დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 27 წლის განმავლობაში საქართველოს არ ჰყოლია ისეთი დიდი მეგობარი, როგორიცაა აშშ

ისტორია ქართველთა მსოფლმხედველობის შემადგენელი ნაწილია. ჩვენ ძალიან ბევრი რამ გადავიტანეთ, რათა აქამდე მოვსულიყავით, და ამ ისტორიის გმირები სწორედ ქართველები არიან. 100 წლის წინ, მაისში საქართველომ უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა მომავლისკენ, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციაზე „პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი” სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. „ჩვენ შევქმენით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა […]

admin23.05.2018

გოჩა ლორთქიფანიძე: სტრასბურგში, რუსებისგან მოვისმინეთ გაშარჟებულ-გაყალბებული ნარატივი ისტორიის შესახებ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთს არგუმენტი საერთოდ არ ჰქონდა

სტრასბურგის სასამართლო აგრძელებს საქმის განხილვას „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“. სასამართლოს სიტყვით უკვე მიმართეს საქართველოს და რუსეთის მხარეების ადვოკატებმა. სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ ქართველი ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა. „როგორც შეგპირდით და განვაცხადეთ, ეს იყო უკომპრომისო, ოღონდ სამართლიანობისა და სამართლისთვის ბრძოლა. ამ შემთხვევას, ამ საქმეს ექნება მნიშვნელობა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ევროპის ფარგლებში […]

admin23.05.2018

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისში 2.6 კმ. გზის კეთილმოწყობა ხორციელდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, 2.600 მეტრი სიგრძის შიდა გზის კეთილმოწყობა ხორციელდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „სკინჩის“ ტექნიკური ჯგუფი ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს პროექტის მონიტორინგის ფარგლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი, გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი სავალან მირზოევი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, მერის მოადგილე დუნიამალ გაჯიევი და ინფრასტრუქტურის, მშენებლობის და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი […]

admin23.05.2018