დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინი შეერთებულ შტატებში მიიწვია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი შემოდგომაზე შეერთებულ შტატებში მიიწვია, განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა. სარა სანდერსმა „თვითერზე“ დაწერა, რომ ვიზიტის შესახებ განხილვები უკვე მიმდინარეობს. ტრამპმა პუტინთან ჰელსინკში გამართულ შეხვედრას „დიდი წარმატება“ უწოდა და განაცხადა, რომ მოუთმენლად ელოდება მასთან მეორედ შეხვედრას. „სამიტი დიდი წარმატება იყო, გარდა ხალხის ნამდვილი მტრის, ყალბი მედიისთვის. მე მოუთმენლად ველოდები […]