წეროვანის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში ახალი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო
წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრის ტერიტორიაზე ახალი შენობის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მრავალპროფილური სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ამერიკული მხარის მხარდაჭერით ხორციელდება. შენობის საფუძველში სიმბოლურად დროის კაფსულა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა ჩადეს. სიტყვით გამოსვლისას, […]