პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 7 რეგიონის ახალი გუბერნატორები წარადგინა
საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში 7 რეგიონის ახალი გუბერნატორები წარადგინა. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პოსტს შალვა კერესელიძე დაიკავებს. მამუკა ბახტაძის განცხადებით, იგი დუშეთშია დაბადებული და იცნობს რეგიონის სპეციფიკას და მის პრობლემებს. „მას აქვს დიდი გამოცდილება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში. ის დღემდე ხელმძღვანელობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტს; მას აქვს კონკრეტული […]