ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე თაჯან ილდემი: ნატოს მოკავშირეები სრულად უჭერენ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს
ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწემ საჯარო დიპლომატიის საკითხებში თაჯამ ილდემმა სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმის მონაწილეებს ვიდეომიმართვა გამოუგზავნა, რომელშიც ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე და სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ნატო-საქართველოს პარტნიორობა იმაზე მტკიცეა, ვიდრე ოდესმე და ნატოს მოკავშირეები სრულად უჭერენ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. „გამორჩეული პატივია ჩემთვის მივმართო სტრატეგიული კომუნიკაციის ფორუმის მონაწილეებს ამ ვიდეო მესიჯით, ორი კვირის წინ […]