გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრან-თელეთში გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრან-თელეთში, 324, 699 ლარის ღირებულების გზის საფარის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე 1 176 მეტრის გზის არსებულ საფარზე მოფრეზვის სამუშაოები მიმდინარეობს. მუხრან-თელეთში გზის სამშენებლო სამუშაოებს, სამშენებლო კომპანია შპს „იბერი“ ახორციელებს. “აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გზის რეაბილიტაცია, ბოლო 25 წლის მანძილზე არ განხორციელებულა, რაც გზაზე გადაადგილების პრობლემას ქმნიდა. მოსახლეობის […]