“კურიერის” ინფორმაციით, ივანიშვილს, ქუმსიშვილს და ყველას, ვინც ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებს, სავარაუდოდ, ლონდონში დაკითხვაზე დაიბარებენ
ბიძინა ივანიშვილს, დიმიტრი ქუმსიშვილს და ყველა იმ პირს, რომელიც ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებს, სავარაუდოდ, ლონდონში დაკითხვაზე დაიბარებენ. ინფორმაციას ამის შესახებ “რუსთავი 2” ავრცელებს. სარჩელი ლონდონის სასამართლოში “ომეგა ჯგუფის” პრეზიდენტმა შეიტანა. მანამდე კი ზაზა ოქუაშვილი ბოლო პერიოდის ხმაურიან თემებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა. საგამოძიებო უწყებაში ახსნა-განმარტებისთვის ჩანაწერების ერთ-ერთ მთავარ მონაწილეს ირაკლი ჩუბინიშვილსაც ელოდებიან. გამოკითხვაზე ასევე უნდა მივიდნენ “ომეგა ჯგუფში” შემავალი სამი კომპანიის […]