დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ პრეზიდენტობის პირველივე დღეს შეაჩერებს „ტრანსგენდერულ სიგიჟეს“ და ასევე, დაიწყებს ამერიკის ისტორიაში დეპორტაციის უმსხვილეს ოპერაციას
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თეთრ სახლში მეორე ვადით მუშაობის შედგომიდან პირველივე დღეს შეერთებული შტატების ისტორიაში ამ დრომდე არნახული მასშტაბის დეპორტაციის შესახებ აღმასრულებელი განკარგულების ხელმოწერას გეგმავს. ამის შესახებ ტრამპმა გამარჯვების შემდეგ მხარდამჭერებთან პირველ შეხვედრაზე, არიზონას შტატის ქალაქ ფენიქსში განაცხადა. „ოვალურ კაბინეტში შესვლიდან პირველივე დღეს, ხელს მოვაწერ მთელ რიგ ისტორიულ განკარგულებებს, რათა დავხურო ჩვენი საზღვარი არალეგალი […]