სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირის ელჩს ვუთხარი, რომ უკვე ყოველგვარ ზომას და ზღვარს გადასცდა საბჭოთა სტილის კამპანია, რომელიც ჩემს წინააღმდეგ მიდის
„ევროკავშირის ელჩს მივაწოდე სრული და დეტალური ინფორმაცია იმ საბჭოთა სტილის კამპანიის შესახებ, რომელიც ვითარდება ჩემს, პირადად, პერსონალურად ჩემს წინააღმდეგ და უკვე, რომელიც გადასცდა ყოველგვარ ზომას და ზღვარს“, განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შემდეგ. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის ელჩს იმ მუქარის შემცველი განცხადების შესახებაც ესაუბრა, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ […]