შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში, ულრიკ თიდესტრომი ხარაგაულს სტუმრობდა
შვედეთის ახლად დანიშნული ელჩი საქართველოსა და სომხეთში, ულრიკ თიდესტრომი, პირველი გასვლითი ვიზიტის ფარგლებში ხარაგაულს სტუმრობდა. შვედეთის ელჩი, იმერეთის მხარის რწმუნებულ-გუბერნატორთან, შავლეგო ტაბატაძესთან და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, ნიკოლოზ თოფურიძესთან ერთად, ბორითის საბავშვო ბაღში, სტოქჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის ექიმების მიერ ბავშვთა კვლევის პროცესს დაესწრო. ღონისძიებას ბორითის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, ასევე, დაესწრნენ ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ლურსმანაშვილი და საკრებულოს […]