დავით ბაქრაძე: „გამოვდივარ ინიციატივით, მეორე ტურის უკეთ მოსამზადებლად შეიქმნას მეორე ტურის ერთობლივი საკოორდინაციო შტაბი“
„გამოვდივარ ინიციატივით, მეორე ტურის უკეთ მოსამზადებლად შეიქმნას მეორე ტურის ერთობლივი საკოორდინაციო შტაბი”, განაცხადა მესამე ადგილზე გასულმა „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ, რომელიც მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძეს უჭერს მხარს. „ვინაიდან ჩვენი ამოცანაა დამატებითი ხმების მოზიდვა და ოპოზიციური პარტიების ერთად მუშაობა, გამოვდივარ ინიციატივით, შევქმნათ ერთობლივი საკოორდინაციო შტაბი, რომელიც იმუშავებს სწორედ იმაზე, რომ ოპოზიციის ხმები ერთიანად და […]