ირაკლი კობახიძემ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოხდება კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის გაწვევა
„გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ მოხდება კანონპროექტის გაწვევა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველმა გუნდმა შეასრულა პირობა, რომ კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება ფართო კონსენსუსის საფუძველზე იქნებოდა მიღებული. „მინდა მადლობა გადავუხადო უწმინდესს, წმინდა სინოდის წევრებს, მეუფეებს შეხვედრისთვის, თბილი მიღებისთვის, დალოცვისთვის. ჩვენ […]