Saturday, 20 June 2026
$ 2.65
3.04
£ 3.51
0.04
0.06

მაია ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილი არის პირველ რიგში იმ თაობის და იმ ფასეულობების მატარებელი, რომლებმაც ჯერ კიდევ ასი წლის წინ დააფუძნეს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა

სალომე ზურაბიშვილი არის პირველ რიგში იმ თაობის და იმ ფასეულობების მატარებელი, რომლებმაც ჯერ კიდევ ასი წლის წინ დააფუძნეს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა და ეს იდეა, ეს ფასეულობები, ღირებულებები წაიღეს საფრანგეთში და გადაარჩინეს, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მცხეთაში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრისას. „ქართული ოცნებისთვის, პირველ […]

admin16.10.2018

თავდაცვის მინისტრმა შვედეთის სამეფოს ელჩს, ულრიკ ტიდესტრომს უმასპინძლა

თავდაცვის მინისტრმა შვედეთის სამეფოს ახლადდანიშნულ ელჩს, ულრიკ ტიდესტრომს უმასპინძლა. ლევან იზორიამ მას საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. მინისტრმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის მზარდი დინამიკა ხაზგასმით აღნიშნა და შვედურ მხარეს საქართველოს მიმართ აღმოჩენილი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს შესაძლებლობა ჰქონდა მონაწილეობა მიეღო სკანდინავია-ბალტიის ქვეყნების თანამშრომლობის […]

admin16.10.2018

ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰუბერტ კნირშთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ირაკლი კობახიძემ ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და გერმანიის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმირების პროცესში გერმანული ორგანიზაციებისა და ფონდების, ასევე გერმანიის ბუნდესტაგის როლი. მხარეებმა ორმხრივი […]

admin16.10.2018

დავით სერგეენკო გლდანის მე-8 დაწესებულებაში გაკეთებულ ფარულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება

გლდანის მე-8 დაწესებულებაში გაკეთებულ ფარულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მირზა სუბელიანი არაერთ სკანდალურ საკითხზე საუბრობს, ჯანდაცვის მინისტრი ეხმაურება. „ამ ჩანაწერებს რომ მოვუსმინე, პირველი შთაბეჭდილება იყო, რომ წარმოუდგენელია ეს რეალური იყოს. რამდენადაც მე ვიცი ამ ჩანაწერების ირგვლივ აღძრულია გამოძიება და მე მგონი, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. ჩემი პირადი […]

admin16.10.2018

თეა წულუკიანის მიერ წამოწყებული მისია ერაყის ციხიდან საქართველოს მოქალაქე სამი ბავშვის საქართველოში დაბრუნების მიზნით წარმატებით დასრულდა

თეა წულუკიანის მიერ მაისში წამოწყებული მისია ერაყის ციხიდან საქართველოს მოქალაქე სამი ბავშვის საქართველოში დაბრუნების მიზნით დღეს წარმატებით დასრულდა მიმდინარე წლის მაისში საქართველოს იუსტიციის მინიტრის მიერ ბაღდადის ციხეში ვიზიტისას წამოწყებული ჰუმანიტარული მისია საქართველოს სამი მოქალაქის – 6, 5 და 2 წლის ბავშვების საქართველოში დაბრუნების მიზნით, დიდი ძალისხმევის შედეგად, წარმატებით დასრულდა. „ჩვენ ვერ ვიქნებით სახელმწიფო, რომელიც თავის […]

admin16.10.2018

ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას მიმართა: კონკრეტული ადამიანები აწამეთ, კონკრეტული ადამიანები დახოცეთ და ეს არის ფაშიზმი, ნაციზმი და ყველაფერი

„ჩვენ ვიხილეთ ერთი სპექტაკლი, რომელიც წარუმატებლად უკვე დასრულდა და შემოგვთავაზეთ ახლა მეორე სპექტაკლი, რომელიც ასევე წარუმატებლად დასრულდება იმიტომ, რომ იქ, სადაც არ არის გადაცდომა, იქ, სადაც არ არის დანაშაული, ვერ შეიქმნება ხელოვნურად კომპრომატი“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უმცირესობის წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებას. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის განცხადების საპასუხოდ, რომელიც პარლამენტის როლს ეხებოდა, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით […]

admin15.10.2018

პროკურატურა: გუშინ გამოქვეყნებული აუდიო ჩანაწერის გარდა, არსებობს საკანში ჩაწერილი სხვა საუბრებიც

საქართველოს მთავარი პროკურატურა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ ფიგურირებს მ.ს., ვ.ჯ. და დ.ც, საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო 2018 წლის 12 ოქტომბერს, ვიდრე ჩანაწერი ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში  გადაიცემოდა. გამოძიება ამ ეტაპზე მიმდინარეობს  სისხლის სამართლის საქმეზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის […]

admin15.10.2018

სალომე ზურაბიშვილი: ჩემგან არავის მოუსმენია სიძულვილის არც ერთი სიტყვა

ჩემგან არავის მოუსმენია სიძულვილის არც ერთი სიტყვა, შეიძლება დღეს ან წარსულში პოლიტიკური კრიტიკისთვის მიმიმართავს, მაგრამ ეს ბუნებრივია და აზრთა სხვადასხვაობისთვის აუცილებელიც არის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა დუშეთში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა. „სიძულვილის ენა ჩემთვის უცხოა, ამ კუთხით მე ვარ ნამდვილი ქართველი, რადგან ქართული კულტურა ზრდილობით იწყება. ეს ყველას, პირველ რიგში, პრეზიდენტის ვალდებულებაა, […]

admin15.10.2018

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიფში სომხური ეკლესია აკურთხეს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიფში, სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს სომხური ვიკარიატის ვაზგენ მირზახანიანის მიერ წმინდა ვარდანანცის ეკლესია იქნა ნაკურთხი. ეკლესიის კურთხევას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრი ნინოწმინდის და ახალქალაქის მაჟორიტარული ოლქიდან ენზელ მკოიანი, სოფლის მოსახლეობა და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

admin15.10.2018

თემურ ბაბლუანი: საქართველოსადმი სიყვარულმა და გამოცდილებამ, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება, გადამაწყვეტინა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა

„საქართველოსადმი სიყვარულმა და გამოცდილებამ, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება, გადამაწყვეტინა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა“, განაცხადა ცნობილმა კინორეჟისორმა, თემურ ბაბლუანმა დუშეთში სალომე ზურაბიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრაზე. „პოლიტიკა ჩემგან ძალიან შორს არის, შორს იყო ყოველთვის და არის ახლაც, მაგრამ, პირველ რიგში, მე ვარ ქართველი, ისევე როგორც თქვენ. არაფერი იმაზე ძვირფასი, მთავარი ფასეულობა არ გამაჩნია, ვიდრე ეს არის ჩემი ქართველობა […]

admin15.10.2018