Wednesday, 07 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.93 ▲
£ 3.45 ▲
₽ 0.03 ▼
₺ 0.05 ▼

დირექტორი: ახალქალაქის სოფელ კოჩიოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულების აბსოლუტური უმრავლესობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში განაგრძობს სწავლას

ბოლო წლების განმავლობაში, კოჩიოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულების აბსოლუტური უმრავლესობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებისკენ იღებს გეზს და იქ განაგრძობს სწავლას, სომხეთში კი, მხოლოდ რამდენიმე თუ მიდის, – ამის შესახებ „ბიზნესკონტინენტს“ სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოს სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორმა, არტურ ბალასანიანმა განუცხადა. „ჩვენს სკოლაში 72 მოსწავლეა ამჟამად, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება მაღალია. ჩვენი კურსდამთავრებულების დიდი ნაწილი თბილისში განაგრძობს […]

admin20.03.2025

დონალდ ტრამპი: პუტინთან სატელეფონო საუბარი ძალიან პროდუქტიული იყო, განვიხილეთ სამშვიდობო ხელშეკრულების მრავალი ელემენტი, იმედია, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ

დღეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ჩემი სატელეფონო საუბარი ძალიან კარგი და პროდუქტიული იყო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ტრამპი აღნიშნავს, ლიდერები შეთანხმდნენ ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ ობიექტზე ცეცხლის შეწყვეტაზე. მისივე თქმით, განიხილეს სამშვიდობო ხელშეკრულების მრავალი ელემენტი. „ჩვენ შევთანხმდით დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე იმ გაგებით, რომ ჩვენ სწრაფად ვიმუშავებთ ცეცხლის […]

admin19.03.2025

საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირების ლაბორატორიის კიდევ ერთი პროექტი წარმატებით დასრულდა

სს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო „კრედიტინფო საქართველო“-მ წარმატებით დაასრულა საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირების ლაბორატორიაში ტესტირების ბოლო ეტაპი. რეგულირების ლაბორატორია – ეროვნული ბანკის მიერ ინოვაციური ფინანსური მომსახურების ან/და პროდუქტის სატესტო გარემოში გამოსაცდელად შექმნილი ჩარჩოა, რომელიც იდეის, საჩვენებელი მოდელის  და რეალურ გარემოში ტესტირების სამ ეტაპს მოიცავს. პროექტის ფარგლებში, „კრედიტინფო საქართველო“ ტესტირების რეჟიმში სთავაზობდა მომხმარებლებს იდენტიფიკაციისთვის დამატებითი ტექნიკური გადაწყვეტილების […]

admin19.03.2025

ეროვნული ბანკი ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის თებერვლის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციური მოლოდინების გამოკითხვის თებერვლის შედეგებს აქვეყნებს. გამოკითხვის შედეგების თანახმად, თებერვალში, იანვართან შედარებით, ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია; ასევე, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1-წლიან პერიოდში შემცირებულია; აგრეთვე, თებერვალში, იანვართან შედარებით, მოლოდინები ხელფასების ზრდაზე მომატებულია. იხილეთ ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის თებერვლის შედეგები სრულად: ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, თებერვალში იანვართან […]

admin17.03.2025

პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ეთანხმება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ ეს მიმართული უნდა იყოს „ხანგრძლივ მშვიდობასა და კრიზისის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრაზე“

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფრენეციაზე განაცხადა, რომ მოსკოვი ეთანხმება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ ეს მიმართული უნდა იყოს „ხანგრძლივ მშვიდობასა და ამ კრიზისის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრაზე“. ამავე დროს, პუტინი შეკითხვას სვამს: „ვინ გასცემს ბრძანებას საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე და რა ფასი ექნება ამ ბრძანებებს?“ რუსეთის პრეზიდენტი დასძენს, რომ ის დარწმუნებულია, რომ უკრაინას […]

admin13.03.2025

კრემლი უარს აცხადებს უკრაინაში ცეცხლის ხანმოკლე პერიოდით შეწყვეტის შესახებ მოსკოვისთვის შეთავაზებულ წინადადებაზე

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მრჩეველი იური უშაკოვი უარს აცხადებს აშშ-უკრაინის მიერ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ მოსკოვისთვის შეთავაზებულ წინადადებაზე და მიიჩნევს, რომ ეს იქნება უკრაინისთვის დროებითი „ამოსუნთქვის“ შესაძლებლობის მიცემა. „ჩვენი მიზანი გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებაა. ჩვენ ამისკენ მივისწრაფით, ეს უნდა მოიცავდეს ჩვენი სახელმწიფოს კანონიერ ინტერესებს, ჩვენს უკვე მრავალჯერ გამოთქმულ წუხილებს“, – განაცხადა იური უშაკოვმა. ვიდრე ამას განაცხადებდა, […]

admin13.03.2025

საქართველოს ბიზნეს გარემოსთან დაკავშირებით ევროკავშირის ანგარიშის მიხედვით, კვალიფიციური სამუშაო ძალის მწვავე დეფიციტმა ბიზნესების წლიური შემოსავლის 55.6 მილიარდი ლარის დანაკარგი გამოიწვია

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ბიზნეს გარემოსთან დაკავშირებით ევროკავშირის ანგარიშს აქვეყნებს. ვროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, 200-მდე ევროპული კავშირების მქონე კომპანიასთან ჩატარებული კვლევის თანახმად, ბიზნესის წინაშე დგას პრობლემები, რომლებმაც შეიძლება, ხელი შეუშალოს გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობას. „ეკონომიკურ ზრდას პოლიტიკური, სამუშაო ძალისა და სტრუქტურული ბარიერები ემუქრება; 2023 წლის განმავლობაში და 2024 წლის დასაწყისში ეკონომიკური ზრდის გაგრძელების მიუხედავად, საქართველოში ბიზნესი მრავალი […]

admin13.03.2025

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 8.0 პროცენტზე ინარჩუნებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 12 მარტის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს. წლიური ინფლაცია კვლავ მიზნობრივ, 3 პროცენტიან, მაჩვენებელზე დაბალია. 2025 წლის თებერვლის მდგომარეობით, ფასების საერთო დონე წლიურად 2.4 პროცენტით გაიზარდა, საბაზო ინფლაცია კი 2.0 პროცენტს გაუტოლდა. ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ინფლაცია, […]

admin12.03.2025

უკრაინამ განაცხადა, რომ მზად არის დაუყოვნებლივ მიიღოს აშშ-ის მიერ შეთავაზებული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება

საუდის არაბეთში აშშ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინამ განაცხადა, რომ მზად არის დაუყოვნებლივ მიიღოს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ იგი შეთავაზებას რუსეთს წარუდგენს და ამის შემდეგ „ბურთი მათ მოედანზე იქნება“. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ახლა შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული  რუსეთის დარწმუნება, დაეთანხმოს „პოზიტიურ“ წინადადებას. ჯიდაში […]

admin12.03.2025

აშშ-ის სენატში „მეგობარი აქტი“ წარადგინეს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა და კომიტეტის წევრმა, ჯინ შაჰინმა გასულ კვირას „მეგობარი აქტი“ წარადგინეს. ამის შესახებ სენატის საგარეო კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ორპარტიული აქტი მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რადგან მათი მთავრობა აგრძელებს ძალადობრივ თავდასხმებს მშვიდობიან მომიტინგეებზე და კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. „საქართველოს მეგობრები მსოფლიოს […]

admin11.03.2025