გიორგი გახარია – მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ პოლიციელს და დავპირდე მათ, რომ ყველა პროვოკაციული ქმედება სამართლებრივად იქნება გაანალიზებული და განურჩევლად სტატუსისა, ყველას მოეთხოვება შესაბამისი პასუხი
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პრეზიდენტის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ, ველისციხეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. „დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია. ჩვენ პატივს ვცემთ ინსტიტუტებს და შესაბამისად, პოლიციამ სრულად შეასრულა თმენის ის ვალდებულება, რომელიც მას გააჩნია. მე მინდა დიდი ბოდიში მოვუხადო და დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ პოლიციელს. მინდა დავპირდე მათ და სხვას არავის, რომ დღეს […]