სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს სჭირდება ევროკავშირისა და საერთაშორისო საზოგადოების შეთანხმებული და ძლიერი ჩართულობა, რათა მივაგნოთ კონფლიქტის ახლებურ მშვიდობიან გადაწყვეტას
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს შეხვდა. დონალდ ტუსკმა სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ აფასებს საქართველოს პრეზიდენტის ძალისხმევას ქვეყანაში არსებული სოციალური და პოლიტიკური გამოწვევების გასამკლავებლად. აღინიშნა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოს ივლისის თვეში ეწვევა და მონაწილეობას მიიღებს ბათუმში დაგეგმილ საერთაშოროსო კონფერენციაში, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ – ევროკავშირთან თანამშრომლობის […]