დავით სერგეენკოს განცხადებით, გრიპის ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, გრიპის ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს. როგორც მინისტრმა H1N1-ის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, გრიპის ვირუსის მომატებული შემთხვევები და სამედიცინო დაწესებულებებში გაზრდილი მიმართვიანობა ნიშნავს, რომ ვირუსი სეზონური გავრცელების პიკს აღწევს. „გრიპით ავადობა წელიწადში ორჯერ სეზონურად ყოველთვის მოსალოდნელია. ამ დღეებში მიმდინარე ავადობის სურათს ასეთი დამახასიათებელი […]