Wednesday, 07 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.93 ▲
£ 3.45 ▲
₽ 0.03 ▼
₺ 0.05 ▼

მსოფლიო სავაჭრო ომი დაიწყო – ტრამპი აშშ-ში ყველა იმპორტზე 10%-იან უნივერსალურ ტარიფებს აწესებს – ჩინეთისთვის 54%-იან, ევროკავშირისთვის 20%-იან ტარიფებს

 აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველა იმპორტზე 10%-იანი უნივერსალური ტარიფები დაწესდება, რომელიც ამოქმედდება 5 აპრილიდან, რაც გლობალური ვაჭრობისთვის წყალგამყოფი მომენტია. ტრამპის მიერ საყოველთაო ტარიფების დაწესების გამოცხადებისთანავე მსოფლიო საფონდო ბირჟებზე აქციების ფასები დაეცა. ჩინეთმა მოითხოვა ტრამპისგან ტარიფების გაუქმება და პირობა დადო საპასუხო ზომების მიღებაზე. სხვა ქვეყნების ლიდერები შეშფოთებას გამოთქვამენ სავაჭრო ომის გამწვავების გამო. ჩინეთის […]

admin03.04.2025

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ საკუთრების უფლების დარღვევისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები განიხილა

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ საკუთრების უფლების დარღვევისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები განიხილა. საკითხების განხილვამდე, კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი სასამართლოს მიერ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. „ამ გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ სისხლის […]

admin02.04.2025

კაია კალასი და მარტა კოსი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ – ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს დაბრუნება მთლიანად ქვეყნის ხელისუფლების ხელშია

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი და ევროკომისარი მარტა კოსი საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ახალ კანონებს ეხმიანებიან, მათ შორის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტს“ და „კანონს მაუწყებლობის შესახებ“. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მიღებული კანონები ქვეყნის ხელისუფლებას აძლევს დამატებით ინსტრუმენტებს განსხვავებული აზრის ჩასახშობად და რეპრესიების პოლიტიკის გასამკაცრებლად. „პარლამენტის მიერ სათანადო საჯარო კონსულტაციების გარეშე მიღებული ახალი კანონმდებლობა, მათ შორის „უცხოელი აგენტების […]

admin02.04.2025

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მიხეილ ჩინჩალაძეს და ლევან მურუსიძეს კორუფციაში ჩართულობის გამო სანქციები დაუწესა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ, კორუფციაში ჩართულობის ბრალდებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, ჩინჩალაძე და მურუსიძე შეიყვანეს ე.წ. გლობალური ანტიკორუფციული რეგულაციების დამრღვევ პირთა სიაში. ამ სიაში მყოფ პირებს უწესდებათ ფინანსური სანქციები, კერძოდ გაეყინებათ ფინანსური აქტივები და ეკონომიკური რესურსები. ამასთან, აღნიშნულ პირებთან ფინანსური […]

admin02.04.2025

ირაკლი კობახიძემ მთავრობაში დაგეგმილი საკადრო ცვლილებების შესახებ განაცხადა

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდება და მას გრიგოლ ლილუაშვილი უხელმძღვანელებს, – საქართველოს მთავრობის სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ადგილობრივი ხელისუფლების ბიუჯეტები, რომელთა ჯამმა, თბილისის გარეშე, 4 მილიარდი შეადგინა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს, ერთი მხრივ, ზრდის მათ შესაძლებლობას, განახორციელონ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი […]

admin02.04.2025

ლევან დავითაშვილი აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა, სადაც აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, ელჩთან შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკურ პრიორიტეტებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი იქნება ორივე ქვეყნისთვის. […]

admin02.04.2025

თეთრი სახლის განცხადებით, დონალდ ტრამპი რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებით იმედგაწბილებულია

 თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედგაწბილებულია როგორც რუსეთის პრეზიდენტით, ვლადიმერ პუტინით, ასევე, უკრაინის პრეზიდენტით, ვოლოდიმირ ზელენსკით. ლევიტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ომი ძალიან დიდხანს გრძელდება, რის გამოც ორივე მხარეს ბევრი ადამიანი იღუპება. „დონალდ ტრამპი ორივე ლიდერით იმედგაწბილებულია. მას სურს, რომ ეს ომი დასრულდეს. ორივე მხარეს იღუპებიან ადამიანები და […]

admin02.04.2025

ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით რეგულარული ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით British Airways-მა ქართული ტურისტული კომპანიებისთვის პრეზენტაცია გამართა

British Airways-მა ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით რეგულარული ფრენები დაიწყო. ახალი პირდაპირი ავიარეისების დაწყებასთან დაკავშირებით British Airways-მა ქართული ტურისტული კომპანიებისთვის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე British Airways-ის რეგიონულ კომერციულ მენეჯერს, ემილ დელიბაშევს შეხვდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო ბრიტანული ავიახაზების უახლეს პროდუქტებსა და სერვისებს. ასევე განხილული იყო სამომავლო თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში, ეს ხელს შეუწყობს დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდას და […]

admin01.04.2025

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში EasyJet-მა პირველი რეისი შეასრულა

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, რომელსაც ტავ ჯორჯია მართავს ავიაკომპანია EasyJet-მა დაიწყო ოპერირება. თბილისში  ჟენევიდან პირველი რეისით Airbus A320 უკვე ჩამოფრინდა და პირველი მგზავრებიც ჩამოიყვანა. „ტავ ჯორჯია ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახალი მიმართულებების განვითარებას ქვეყნის მთავარი აეროპორტიდან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს მოქალაქეებს ევროპის მიმართულებით  პირდაპირ ფრენებზე ჰქონდეთ წვდომა. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია რომ  „იზი ჯეტის“ […]

admin01.04.2025

მარინ ლე პენს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ხუთი წლით აეკრძალა საჯარო თანამდებობების დაკავება

საფრანგეთის “ეროვნული გაერთიანების” ლიდერი მარინ ლე პენს ხუთი წლის ვადით აეკრძალა საჯარო თანამდებობების დაკავება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არ შეეძლება 2027 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა. საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვის გარდა, მარინ ლე პენს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთაც მიესაჯა, აქედან ორი წელი პირობითი. მაგრამ უცნობია, გაუშვებენ თუ არა მას ციხეში ან ექნება თუ არა […]

admin31.03.2025