Wednesday, 07 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.93 ▲
£ 3.45 ▲
₽ 0.03 ▼
₺ 0.05 ▼

საბერძნეთის პარლამენტმა დაამტკიცა შეთანხმება „საქართველოსა და საბერძნეთს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ”

2025 წლის 8 აპრილს საბერძნეთის პარლამენტში ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა შეთანხმება „საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ”. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ავრცელებს. საგარეო უწყების ცნობით, საბერძნეთი ევროკავშირის რიგით მესამე ქვეყანაა, რომელმაც საქართველოსთან მსგავსი შეთანხმება გააფორმა. როგორც საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან ბერიძემ განაცხადა, საბერძნეთის პარლამენტის […]

admin10.04.2025

ტრამპმა ჩინეთს უკვე 125%-იანი გადასახადი დაუწესა მას შემდეგ, რაც პეკინმა აშშ-ის საპასუხოდ 84%-იანი ტარიფის შესახებ გამოაცხადა, ეს კი იმ ფონზე ხდება, როცა თეთრმა სახლმა 90-დღიანი პაუზა გამოაცხადა ზოგიერთი სახელმწიფოსთვის

აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ფინანსური ბაზრებზე აქციების ფასები რამდენიმე საათში მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 90-დღიანი პაუზა გამოაცხადა იმ ქვეყნებზე, რომელთაც შეერთებული შტატებისთვის საპასუხო ტარიფები არ დაუწესებიათ. იაპონიის Nikkei 225-ის ინდექსი 8%-ზე მეტით გაიზარდა. ერთ-ერთი ექსპერტის თქმით, რეგიონმა „უდიდესი შვებით ამოისუნთქა“. ამ დროისთვის, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის საფონდო ბირჟებზე […]

admin10.04.2025

აზიის განვითარების ბანკი – საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს 6%-ით გაიზრდება, 2026 წელს 5%-ით

საქართველოს ეკონომიკა, გლობალური გაურკვევლობისა და გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, 2025 წელს სტაბილურად ზრდას განაგრძობს და შეუძლია, კიდევ უფრო გაფართოვდეს მწვანე სატრანსპორტო და ენერგეტიკული ქსელების განვითარების გზით, – ამის შესახებ ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალ ანგარიშში. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, აზიის განვითარების 2025 წლის აპრილის პროგნოზი — ADB-ის მთავარი ეკონომიკური მიმოხილვა, ვარაუდობს, რომ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი […]

admin09.04.2025

ტრამპმა თავისი მუქარა შეასრულა და ჩინეთს 104%-იანი ტარიფი დაუწესა, პეკინი აცხადებს, რომ „ჩინელებს არ უყვართ ზეწოლა და მუქარა“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნისთვის დაწესებული 10%-დან 50%-მდე ტარიფები, მათ შორის ჩინეთისთვის, მსოფლიოს ყველაზე დიდი ექსპორტიორი სახელმწიფოსთვის, 104%-იანი ტარიფი ძალაში შევიდა. ჩინეთს თავდაპირველად ტრამპმა 20%-იანი ტარიფი დაუწესა, შემდეგ დამატებით 34% და ბოლოს, პეკინის მიერ აშშ-ისთვის დაწესებული საპასუხო გადასახადის გაუქმებაზე უარის თქმის გამო, 50% და საბოლოოდ, ჩინეთიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში […]

admin09.04.2025

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ და ირანი „პირდაპირ მოლაპარაკებებს“ გამართავენ შესაძლო ბირთვულ შეთანხმებაზე და „ძალიან ცუდი დღე დაუდგება ირანს“, თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ და ირანი 12 აპრილს „პირდაპირ მოლაპარაკებებს“ გამართავენ შესაძლო ბირთვულ შეთანხმებაზე. აშშ-ის პრეზიდენტმა 7 აპრილს განაცხადა, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის დისკუსიები „ძალიან მაღალ დონეზე“ წარიმართება და გააფრთხილა თეირანი, რომ „ძალიან ცუდი დღე დაუდგება ირანს“, თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული. გასულ თვეს, ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედების პერსპექტივა დააყენა მას შემდეგ, რაც ირანის […]

admin08.04.2025

ტრამპის ახალი მუქარის შემდეგ, ჩინეთმა პირობა დადო, რომ არასოდეს მიიღებს აშშ-ის შანტაჟს და „ბოლომდე იბრძოლებს“

ჩინეთმა მკაცრად უპასუხა ამერიკის შეერთებულ შტატებს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაემუქრა პეკინს დამატებით 50%-ის ტარიფის დაწესებით, თუკი ის არ მოუხსნის აშშ-ს საპასუხო მოსაკრებელს. ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ  ის არასოდეს მიიღებს  „აშშ-ის შანტაჟის ბუნებას“ და პირობა დადო, რომ „ბოლომდე იბრძოლებს“. ჩინეთის რამდენიმე სახელმწიფო კომპანიამ პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერს ფინანსურ ბაზრებს აშშ-სთან სავაჭრო […]

admin08.04.2025

ვახტანგ გომელაურმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი უფროსი ლაშა გოგნიაშვილი წარუდგინა

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პირველ მოადგილე შალვა ბედოიძესთან ერთად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი ლაშა გოგნიაშვილი წარუდგინა. ამ დრომდე ლაშა გოგნიაშვილს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა. მას შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამშრომლებთან უწყების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით მათ […]

admin07.04.2025

პრემიერ-მინისტრმა აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გასული წლების განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე და მათი გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ გაწეული საქმიანობისთვის თორნიკე რიჟვაძეს მადლობა გადაუხადა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალ თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილს წარმატებები უსურვა. […]

admin07.04.2025

კირ სტარმერი: „მსოფლიო, ისეთი როგორიც ჩვენ ვიცოდით, წარსულს ჩაბარდა“

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ „მსოფლიო, როგორიც ჩვენ ვიცოდით, წარსულს ჩაბარდა“. მისი თქმით, ბრიტანეთის მთავრობა მზად არის, დაიცვას ქვეყნის ეკონომიკა აშშ-ის ტარიფების გავლენისგან. 10%-იანი „საწყისი“ ტარიფი აშშ-ში იმპორტის უმეტეს ნაწილზე 5 აპრილს ამოქმედდა – რამდენიმე ქვეყანა 9 აპრილიდან აშშ-ში შეტანილ საქონელზე უფრო მაღალ გადასახადებს გადაიხდის. სტარმერმა ასევე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი შეეცდება გააძლიეროს […]

admin06.04.2025

ირაკლი კობახიძე: გელათში ჩატარებული სამუშაოები გათვლილია იმ შედეგზე, რასაც გელათის სამონასტრო კომპლექსის სრულად აღდგენა ჰქვია

გელათის მდიდარი ისტორია და საკაცობრიო მნიშვნელობა თითოეულ ჩვენგანს გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას, დავიცვათ და მომავალ თაობებს შემოვუნახოთ ეს უძვირფასესი მემკვიდრეობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გელათის მონასტრის კედლის მხატვრობისა და მოზაიკის საკონსერვაციო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, გელათი საუკუნეების განმავლობაში იყო და რჩება საქართველოს სულიერებისა და კულტურის უმნიშვნელოვანეს კერად. […]

admin05.04.2025