Wednesday, 07 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.93 ▲
£ 3.45 ▲
₽ 0.03 ▼
₺ 0.05 ▼

დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტობისთვის მესამე ვადით იბრძოლოს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ  ტრამპმა კვირას  NBC News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი „არ ხუმრობს“, რომ პოტენციურად მესამე ვადით იყაროს კენჭი. მისი თქმით, „არსებობს მეთოდები“, რომელთა გამოყენებაც შეუძლია იმისათვის, რომ მესამედ ჩაერთოს საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ „ჯერ ძალიან ადრეა ამაზე ფიქრი“. 22-ე შესწორებით, შეერთებულ შტატებში პრეზიდენტებს არ შეუძლიათ ორ ვადაზე მეტად იმუშაონ თანამდებობაზე. „ბევრ ადამიანს […]

admin31.03.2025

ირაკლი კობახიძე: გრძელდება ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება, იანვარში გვქონდა 11.1% ეკონომიკური ზრდა და თებერვალში – 7.7%

იანვარში გვქონდა 11.1% ეკონომიკური ზრდა და თებერვალში, დღევანდელი მონაცემების მიხედვით, რომელიც გამოაქვეყნა საქსტატმა, ზრდამ შეადგინა 7.7%, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, გასულ წელს 9.4% იყო წლიური ეკონომიკური ზრდა და   ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ამ ტენდენციის შენარჩუნება. „დამოუკიდებლობისთვის ეკონომიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გრძელდება ქვეყნის […]

admin31.03.2025

British Airways-მა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება დაიწყო

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, რომელსაც ტავ ჯორჯია მართავს British Airways-მა დაიწყო ოპერირება. პირდაპირი ავიარეისები დღეიდან თბილისსა და ლონდონის ჰითროუს აეროპორტს შორის კვირაში ოთხჯერ შესრულდება. ბრიტანეთის უმსხვილესი ავიაკომპანიის კუთვნილმა Airbus a320neo ტიპის ხომალდმა თბილისში ლონდონიდან პირველი მგზავრები უკვე ჩამოიყვანა.  “ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრები პირდაპირი რეისით დაუკავშირდებიან ლონდონის ჰითროუს აეროპორტს. ეს […]

admin31.03.2025

1700-ზე მეტი ადამიანია დაღუპული მიანმარში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად

ორი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც მიანმარის მეორე უდიდესი ქალაქის,მანდალეის მახლობლად 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც მასობრივი განადგურება გამოიწვია – დაიღუპა 1700-ზე მეტი ადამიანი, რამდენიმე ათასმა კი დაზიანება მიიღო. დღეს დილით გაერომ განაცხადა, რომ სამედიცინო მარაგების სერიოზული დეფიციტია, რაც ბუნებრივ კატასტროფაზე რეაგირებას ართულებს. სამძებრო და სამაშველო ჯგუფები ნანგრევებად ქცეულ შენობებში ორივე ქვეყანაში, მიანმარსა და […]

admin30.03.2025

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუა თავისუფალია

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუა თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ოკუპირებულ აფხაზეთში ირაკლი ბებუას უკანონოდ შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, თუმცა მისი უკანონო პატიმრობის რეალური ხანგრძლივობა 4 წელსა და 6 თვეს გაუტოლდა. აღნიშნულ პერიოდში ირაკლი ბებუას უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისა და სხვა რელევანტურ საკითხებთან დაკავშირებით, აქტიურად […]

admin30.03.2025

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის, ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაძლიერების მიზნით, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. შეთანხმებას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და ჩინეთის ცენტრალური  ბანკის პრეზიდენტმა პან გონგშენგმა მოაწერეს ხელი. ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან მემორანდუმი ეროვნული ბანკის დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. დელეგაციას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ხელმძღვანელობდა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი […]

admin29.03.2025

მიანმარში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა

1000 ადამიანზე მეტი დაიღუპა მიანმარში და ასობით დაშავდა წინა დღეს მომხდარი 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, რომელიც ასევე იგრძნობოდა მეზობელ ქვეყნებში. დაღუპულთა გაზრდილი რაოდენობის შესახებ მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც მიანმარსა და ტაილანდში დანგრეულ შენობებში მაშველების მიერ ჩატარებული სამძებრო სამუშაოების შედეგები გახდა ცნობილი. სამაშველო ოპერაციები გრძელდება ბანგკოკში დაუსრულებელი მაღალსართულიანი კორპუსის ნანგრევებშიც. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, დაახლოებით […]

admin29.03.2025

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში პაციენტებს მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში დღეიდან პაციენტებს მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ. სახსრის ნაწილობრივი ან სრული ჩანაცვლებისთვის მათ სახელმწიფო პროგრამით სარგებლობაზე ერთჯერადად უარის თქმა აღარ მოუწევთ. პაციენტი მხოლოდ სასურველი იმპლანტირებადი მოწყობილობის თანხას გადაიხდის, ოპერაციის სხვა ხარჯებს კი, პაკეტის შესაბამისად, კვლავ სახელმწიფო აუნაზღაურებს. ცვლილება სამინისტროსა და სექტორის ერთობლივი აქტიური მუშაობის შედეგად ამოქმედდა. აღნიშნულ საკითხთან […]

admin28.03.2025

საქართველოს ეროვნული ბანკი VISA და MASTERCARD-ის საქმიანობასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი VISA და MASTERCARD-ის საქმიანობასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს. როგორც ეროვნული ბანკი აღნიშნავს, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოში საგადახდო სისტემების VISA და MASTERCARD-ის საქმიანობის შეზღუდვა იგეგმება, დეზინფორმაციაა. „გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელებულ დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს, საქართველოში საგადახდო სისტემების VISA და MASTERCARD-ის საქმიანობის შეზღუდვა იგეგმება. უპირველესად, განვმარტავთ, რომ ეს არის დეზინფორმაცია და რეალური ფაქტების […]

admin28.03.2025

კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ აშშ-სთან ძველი ურთიერთობა დასრულდა

კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ კანადის ძველი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან, „რომელიც ეფუძნებოდა ჩვენი ეკონომიკების გაღრმავებულ ინტეგრაციას და უსაფრთხოებისა და სამხედრო თანამშრომლობის სიძლიერეს, დასრულდა“. ოტავაში ჟურნალისტებთან საუბრისას კაბინეტის სხდომის შემდეგ, კარნიმ თქვა, რომ კანადელებმა „ფუნდამენტურად უნდა გადახედონ ჩვენს ეკონომიკას“ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ტარიფების ფონზე. მან თქვა, რომ კანადა საპასუხო ტარიფებით გამოეხმაურება თეთრი სახლის გადაწყვეტილებას […]

admin28.03.2025