Thursday, 06 August 2026
$ 2.62
3.03
£ 3.53
0.03
0.06

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი სოფელ მუღანლოშუ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

10 აპრილს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის ხელმძღვანელ ბექა ონიანთან ერთად სოფელ მუღანლოს ესტუმრა და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. სოფელ მუღანლოში 1 260 მეტრის ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. სამუშაოებს შპს „გარდაბნის საგზაო სამმართველო“ 370 000 ლარად, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ასრულებს. შიდა გზების მოასფალტება 20 მარტს დაიწყო და მიმდინარე […]

admin10.04.2019

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 57 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 57 ოჯახს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარე დასახლებაში საცხოვრებელი ფართები გადაეცა. თბილისის მერი კახა კალაძე დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა, ახალმოსახლეობა მიულოცა და საცხოვრებელი ბინების გასაღები გადასცა. დედაქალაქის მერიამ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 57 ოჯახისთვის ფართების გადაცემასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ მიიღო. ოჯახების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი სხვა შემთხვევების მსგავსად, დაბალი სარეიტინგო […]

admin10.04.2019

მომდევნო თვეების განმავლობაში, თბილისში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 300-მდე ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა

მომდევნო თვეების განმავლობაში, დედაქალაქის მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 300-მდე ოჯახს საცხოვრებელ ფართებს გადასცემს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დღეს საცხოვრებელი ფართებით ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარე დასახლებაში დამატებით, 57 ოჯახი დაკმაყოფილდება. „კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების ფართებით დაკმაყოფილების შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. 3 000-მდე ოჯახია […]

admin10.04.2019

საქართველოს ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის წარმომადგენლები ესტუმრნენ

საქართველოში სამუშაო ვიზიტად ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის წარმომადგენლები იმყოფებიან. ვიზიტი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული სამხედრო პოლიციის ინიციატივის განვითარების ფარგლებში ხორციელდება. სამუშაო შეხვედრა დღეს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ და სამხედრო დეპარტამენტის პოლიციის უფროსმა, პოლკოვნიკმა აბესალომ მანჯავიძემ გახსნეს, მის მნიშვნელობაზე, ნატო-საქართველოს მზარდ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და […]

admin10.04.2019

ისრაელის საპარლამენტო არჩევნებზე პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს „ლიკუდის პარტიასა“ და ბენი განცის „ლურჯ და თეთრ ალიანსს“ თანაბარი ადგილები ერგოთ

ისრაელის საპარლამენტო არჩევნებზე ხმები თითქმის დათვლილია და პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს „ლიკუდის პარტიასა“ და ცენტრისტულ „ლურჯ და თეთრ ალიანსს“ 35-35 ადგილი ერგოთ ქნესეთში – ქვეყნის პარლამენტში. ასეთი შედეგები კი ნეთანიაჰუს მძიმე პოზიციაში აყენებს მემარჯვენე ფრთის კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების გზაზე. ისრაელის 120 დეპუტატისაგან შემდგარ პარლამენტში არსოდეს არც ერთ პარტიას უმრავლესობა არ მოუპოვებია და ქვეყნას ყოველთვის კოალიციური […]

admin10.04.2019

გარდაბანში, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

9 აპრილს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – ტარიელ ჯანხოთელმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოადგილე – კახაბერ კობერიძემ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა – რამაზ ბუდაღაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა, სახალხო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა, გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მამა ზურაბმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალთან, გარდაცვლილი გმირების სულების მოსახსენიებელი პარაკლისი […]

admin09.04.2019

ბიძინა ივანიშვილის წერილი 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით

საქართველოს ისტორიას ბევრი ისეთი დღე ახსოვს, რომელმაც ქართველი ერის ბედი განსაზღვრა და  ჩვენი ქვეყნის მომავალი გადაწყვიტა. სწორედ ასეთი დღეა 9 აპრილი. დღე, რომელმაც ოცდაათი წლის წინ ახალ ეპოქას მისცა დასაბამი. საბჭოთა იმპერიის მარწუხებისგან სამშობლოს დახსნა, საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება – ეს იყო ის დიდი ეროვნული იდეა, რომლის გარშემოც გაერთიანდა და ერთ მუშტად შეიკრა მთელი ერი. […]

admin08.04.2019

გლდანის რაიონში წყალარინების ქსელის მოწყობის მეორე ეტაპი დაიწყო

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური გლდანის რაიონში, მუხიანი 2-ის დასახლებაში, წყალარინების ახალი ქსელის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაოები დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. თბილისის მერის დავალებით, დასახლებაში სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და გარდამავალი პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა, რომლის ფარგლებში მოეწყო 1.2 კმ სიგრძის ცენტრალური […]

admin07.04.2019

ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღთქმა დადო, რომ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ებრაული ახალშენების ანექსირებას მოახდენს, თუკი ისევ მას აირჩევენ

ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ იგი ებრაული ახალშენების ანექსირებას მოახდენს ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, თუკი მოსახლეობა ისევ მას აირჩევს. ნეთანიაჰუს ისრაელის ტელევიზიით გასულ ინტერვიუში ჰკითხეს, თუ რატომ არ განავრცო მან ისრაელის სუვერენიტეტი დასავლეთ სანაპიროს მსხვილ ახალშენებზე. „თქვენ მეკითხებით, გადავდივართ თუ არა შემდეგ ეტაპზე – პასუხია: დიახ, ჩვენ გადავალათ შემდეგ ეტაპზე“, განაცხადა ნეთანიაჰუმ. ისრაელში საპარლამენტო […]

admin07.04.2019

საქართველოში ელექტრომობილების წარმოება იწყება

საქართველოში ელექტრომობილების წარმოება იწყება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეკო მიმართულებით მომუშავე პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფის პრეზენტაციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, კომპანია „Changan”-მა, რომელიც მსოფლიოში ელექტრომობილების მწარმოებელი ყველაზე მსხვილი კომპანიაა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ელექტრომობილების ქარხანა საქართველოში აშენდეს. პრემიერ-მინისტრის თქმით, “Changan”-ის სტრატეგიული პარტნიორები არიან ისეთი კომპანიები, როგორებიცაა “ვოლვო”, “ფოლკსვაგენი” და „ფორდი”. „უკვე 2020 წლიდან ჩვენ […]

admin07.04.2019