განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი “ახალი სკოლის მოდელში” ჩართულ სკოლის დირექტორებს და მათი მხარდამჭერი ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი “ახალი სკოლის მოდელში” ჩართულ სკოლის დირექტორებს და მათი მხარდამჭერი ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდა. „პედაგოგებთან თანამშრომლობა, მათი ნდობა და მეტი პასუხისმგებლობა – ეს არის ჩვენი რეფორმის საფუძველი. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია საპილოტე სკოლების ხელმძღვანელებთან და ექსპერტებთან შეხვედრები. ეს ის პროფესიონალები არიან, რომლებიც ახალი საგაკვეთილო პროცესების დანერგვაზე ყოველდღიურ რეჟიმში გააგრძელებენ სკოლებში […]