ალაბამას შტატის სენატმა აბორტის აკრძალვას მხარი დაუჭირა
ალაბამას კანონმდებლებმა აბორტის აკრძალვას მხარი დაუჭირეს და თუკი შტატის „რესპუბლიკელი“ გუბერნტორი კეი ივი ხელს მოაწერს დოკუმენტს, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე მკაცრი კანონი იქნება, რომელიც ამ მიმართულებით მოქმედებს, რადგან შტატის სენატმა კანონპროექტისთვის მხარდაჭერისას უარი განაცხადა მასში ცვლილებების შეტანაზე, რომელიც გამონაკლისებს დაუშვებდა გაუპატიურებისა და ინცესტის შემთხვევებისას. უფრო ადრე, მაისის დასაწყისში, კანონპროექტს ალაბამას წარმომადგენლობით პალატაში 74-მა კანონმდებელმა […]