Thursday, 06 August 2026
$ 2.62
3.03
£ 3.53
0.03
0.06

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ე.წ. „ქუჩური გარჩევის“ კრიმინალიზაციას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლითაც ხდება ე.წ. „ქუჩური გარჩევის“ კრიმინალიზაცია. კანონპროქტის თანახმად, დასჯადი ხდება წინასწარი შეცნობით დავის უკანონო განხილვის/გადაწყვეტის მიზნით შეკრებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს შეკრების მონაწილის მხრიდან ძალადობა, იძულება ან/და ძალადობის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის […]

admin13.05.2019

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განხორციელდა

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის ინიციატივით და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის რამაზ ბუდაღაშვილის ორგანიზებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განხორციელდა. მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა, სოფელ სართიჭალაში სასაწრაფო სამედიცინო ცენტრის მშენებლობისა და შიდა გზების დასრულებული და მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს და მშენებელ კომპანიებს კონკრეტული მითითებები მისცეს. მონიტორინგის ფარგლებში, ხელმღვანელი პირები ადგილზე გაეცნენ […]

admin13.05.2019

თბილისში, MAN-ის მარკის ახალი, 10-მეტრიანი ავტობუსები N85 და N95 მარშრუტებზე გავიდნენ

MAN-ის მარკის ახალი, 10-მეტრიანი მუნიციპალური ავტობუსები N85 და N95 მარშრუტების მგზავრებს დღეიდან მოემსახურებიან. მწვანე ფერის 50 ავტობუსი ხუთ მარშრუტზე, მათ შორის, მუხიანის დასახლების, ვარკეთილისა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მიმართულებით გადანაწილდა. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელ მამუკა მუმლაძესთან და სხვა პირებთან ერთად, N95 სამარშრუტო ხაზზე მოძრავი ახალი ავტობუსით იმგზავრა, მოქალაქეებს გაესაუბრა და […]

admin13.05.2019

თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების ეზოები, სადარბაზოები, სარდაფები და პირველი სართულები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან თბილისში, უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილ დატბორვის ფაქტებზე 90-ამდე შეტყობინება შემოვიდა. მეხანძრე-მაშველთა ჯგუფებმა ყველა შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და შესაბამისი დახმარება გაუწიეს მოსახლეობას. შეტყობინებების უმეტესობა, ძირითადად, დიღმის მასივის, დიდუბე-ჩუღურეთისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონებიდან დაფიქსირდა. ძლიერი წვიმის შედეგად, დაიტბორა საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების ეზოები, […]

admin12.05.2019

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში სახალხო დღესასწაული აპარნობა აღინიშნა

12 მაისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში სახალხო დღესასწაული აპარნობა აღინიშნა. სოფლის სახალხო დღესასწაულს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში მარტყოფის ბრძოლის ველზე საცხენოსნო ჯირითი, მკლავჭიდი და ქართული ჭიდაობა გაიმართა. სპორტულ ღონისძიებებში მოასპარეზე ახალგაზრდა სპორტსმენები, სიგელებით, მედლებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. აპარნობის სახალხო დღესასწაული, ტრადიციისამებრ აღდგომიდან […]

admin12.05.2019

ილია მეორე: განგებამ ღვთისა ინება, რომ საქართველო ყოფილიყო წილხვედრი ღვთისმშობლისა

ღვთის ლოცვა-კურთხევით აღვაშენეთ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი, რაც მოწმობს, რომ საქართველო იმყოფება ივერიის ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ, – ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მახათას მთაზე, ტაძრის კურთხევის შემდეგ. „უფალი ბრძანებს, და აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ მას. განგებითა ღვთისათა, ღვთის ლოცვა-კურთხევით აღვაშენეთ ეს ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ივერიის […]

admin12.05.2019

ირანთან დაძაბულობის გაზრდის გამო აშშ ახლო აღმოსავლეთში საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა „პატრიოტს“ და სამხედრო ხომალდს აგზავნის

ირანთან დაძაბულობის გაზრდის შემდეგ შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა „პატრიოტს“ და სამხედრო ხომალდს აგზავნის. ოფიციოზის განცხადებით, „The USS Arlington“-ი, რომელიც თვითმფრინავების და ზღვიდან ასაფრენი სხვა სატრანსპორტო საშუალებების ტრანსპორტირებას ემსახურება, „USS Abraham Lincoln“-ის მოიერიშე ჯგუფს შეუერთდება ყურეში. პენტაგონის განცხადებით, „US B-52“ ბომბდამშენებიც უკვე ყატარის ბაზაზეა განლაგებული. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ აღნიშნული ნაბიჯები […]

admin11.05.2019

საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვია

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი კრისტოფ კასტანერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ფრანგ კოლეგას საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მასპინძლობს. საქართველოში საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი მიზნად ისახავს საქართველოსა და საფრანგეთს შორის საპოლიციო და სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. აღნიშნული თანამშრომლობის გაძლიერებას საფუძვლად დაედო, ერთი წლის წინ, გიორგი გახარიას შეხვედრა ქ. პარიზში ფრანგ კოლეგასთან […]

admin10.05.2019

შეერთებულმა შტატებმა 200 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ჩინურ საქონელზე ტარიფები ორჯერ უფრო მეტად გაზარდა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ორჯერ უფრო მეტად გაზარდა ტარიფები 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქტებზე. კერძოდ, ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, ჩინურ საქონელზე ტარიფები 10%-დან 25%-ამდე გაიზარდა და ეს იმ ფონზე მოხდა, როდესაც აშშ-ში ჩასული მაღალი რანგის ოფიციალური პირებისაგან შემდგარი ჩინური დელეგაცია ამერიკულ მხარესთან დონალდ ტრამპის მიერ გასულ კვირას დაანონსებული ტარიფების გაზრდის შესაჩერებლად და სავაჭრო შეთანხმების გადასარჩენად მოლაპარაკებებს მართავდა. […]

admin10.05.2019

საქართველოს პრეზიდენტმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო და ვეტერანებს გამარჯვების დღე მოილოცა. “ყველა ვეტერანს მინდა მივულოცო გამარჯვების დღე. დღეს ყველა ომში დაღუპული გმირის პატივისცემის დღეა, ვინც თავისუფლებისა და თავიანთი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. დღევანდელი დღე ომის დასასრული იყო ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც გერმანელებს ტყვედ ჩაუვარდა, იმ ემიგრანტებისათვის, რომლებიც იბრძოდნენ, მათი […]

admin09.05.2019