Wednesday, 07 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.93 ▲
£ 3.45 ▲
₽ 0.03 ▼
₺ 0.05 ▼

პარლამენტმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით, 80 ხმით მხარი დაუჭირა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ წარადგინა. ცვლილებების თანახმად, პოლიტიკური პარტია და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირი ვეღარ შეძლებს საქართველოში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან ან/და პირთა სხვა […]

admin16.04.2025

მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიხეილ ყაველაშვილს ზაგულბას სასახლეში უმასპინძლა. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, პირისპირ შეხვედრაზე ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებული სამაგალითო სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული […]

admin16.04.2025

ტრამპის ადმინისტრაცია სახელმწიფო დეპარტამენტის 214 მილიონი დოლარის 139 გრანტს აუქმებს და საზღვარგარეთ მოქმედი 30 საელჩოს და საკონსულოს დახურვას აპირებს

ტრამპის ადმინისტრაციამ  სახელმწიფო დეპარტამენტის 139 გრანტი გააუქმა, რომლის ღირებულება 214 მილიონი დოლარია, რადგან ადმინისტრაცია ყურადღებას ამახვილებს დეპარტამენტის ხარჯების შემცირებაზე,- ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა. „ამერიკელი გადასახადის გადამხდელები არ უნდა აფინანსებდნენ არასწორ პროგრამებს, ისეთებს, როგორიცა მაგალითად ლიბანში „შიდა მიგრანტი მუშაკების ხელმძღვანელობით მოძრაობის შექმნა“ ან დიდ ბრიტანეთში „გააძევეთ ტროლები“. ჩვენ ვთავისუფლდებით წინა ადმინისტრაციის დანატოვარი დომხალისაგან […]

admin16.04.2025

ვახტანგ ცინცაძე: 2025 წლის მარტში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა, პირველ კვარტალში კი სავაჭრო ბრუნვა 16%-ზე მეტით არის გაზრდილი

2025 წლის მარტში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ექსპორტის მოცულობამ 566 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და წინა წლის მარტთან შედარებით 8.2%-ით გაიზარდა. როგორც ვახტანგ ცინცაძე აღნიშნავს, ასევე ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება პირველი კვარტლის მონაცემებით – იანვარ-მარტში ექსპორტი 5.7%-ით გაიზარდა და 1401.2 მლნ […]

admin14.04.2025

განათლების მინისტრმა ენათმეცნიერები და ქართული ენის პედაგოგები დააჯილდოვა

14 აპრილს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სტუმრებს ქართული ენის დღე მიულოცა. ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა ენათმეცნიერებსა და პედაგოგებს, რომელთაც გამორჩეული წვლილი მიუძღვით ქართული ენის შენარჩუნება-განვითარების საქმეში, საპატიო ჯილდოები გადასცა. ალექსანდრე წულაძე:  „გილოცავთ ქართული ენის დღეს, რომელსაც ყოველ წელს აღვნიშნავთ და ამით […]

admin14.04.2025

„აზერბაიჯანულენოვან და სომხურენოვან მოსახლეობაში სახელმწიფო ენის ფლობისა და შესწავლის მოტივაციის კვლევის“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, „აზერბაიჯანულენოვან და სომხურენოვან მოსახლეობაში სახელმწიფო ენის ფლობისა და შესწავლის მოტივაციის კვლევის“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა, დამსწრე საზოგადოებას ქართული ენის დღე მიულოცა და ქართული ენის დაცვასა და განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. თეა ახვლედიანმა მიმოიხილა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით […]

admin14.04.2025

დონალდ ტრამპის ექიმი ამბობს, რომ პრეზიდენტის „ჯანმრთელობის მდგომარეობა შესანიშნავია“

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ექიმი ამბობს, რომ პრეზიდენტის „შემეცნებითი და ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა შესანიშნავია“. ვაშინგტონის საავადმყოფოში ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის პირველი ყოველწლიური გამოკვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ მას  გასული წლის ივლისში მკვლელობის მცდელობის შემდეგ, „მარჯვენა ყურზე გასროლის შედეგად მიყენებული ჭრილობის ნაიარევი აქვს“. „პრეზიდენტ ტრამპის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესანიშნავია, მას აქვს ძლიერი გულის, ფილტვების, ნევროლოგიური და ზოგადი ფიზიკური ფუნქციები”, – […]

admin14.04.2025

Cashback-ის და Visa-ს სააღდგომო აქცია ლიბერთის მომხმარებლებისთვის

სააღდგომოდ, ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback და Visa, მომხმარებლებს გაზრდილ ქეშბექს სთავაზობს. აქციის ფარგლებში, 13-დან 18 აპრილის ჩათვლით, ლიბერთის Visa ბარათების მფლობელებს საშუალება ექნებათ გადახდილი თანხის 60%-მდე მომენტალურად დაიბრუნონ. მათ ვინც ჯერ არ არის ლიბერთის მომხმარებელი, ერთი ხელის მოსმით შეუძლია დარეგისტრირდეს ონლაინ: https://bit.ly/3wF6LjG  აქციაში მონაწილე მეგობარი ობიექტებია: 13–14 აპრილი – ძველი სუფრა – 60% ქეშბექი – […]

admin11.04.2025

ჩინეთი აშშ-ის იმპორტზე ტარიფს 125%-მდე ზრდის მას შემდეგ, რაც პეკინისთვის აშშ-ში ექსპორტზე გადასახადმა 145% შეადგინა

ჩინეთი აშშ-ის იმპორტზე ტარიფს 125%-მდე ზრდის მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთს ჯერ 125%-იანი ტარიფი დაუწესა, შემდეგ კი, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პეკინისთვის გადასახადი 145%-შეადგენს. ტრამპმა ჩინეთს, მსოფლიოს მეორე ყველაზე დიდ ეკონიმიკას, 125%-იანი გადასახადი დააკისრა მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა პეკინმა, 10 აპრილს, ტრამპის საპასუხოდ, აშშ-დან იმპორტირებულ საქონელზე თავდაპირველად გამოცხადებული 34%-იანი გადასახადი გაზარდა და 84%-იანი […]

admin11.04.2025

ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, სახელწოდებით „პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, სახელწოდებით „პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში“. მთავრობის მეთაურმა თურქეთს ფორუმის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რასაც მულტიპოლარულობა უქმნის ქვეყნებს მსოფლიო მასშტაბით. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს ასევე არის შესაძლებლობა პატარა ქვეყნებისთვის, გააღრმავონ პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები. „საქართველო სტრატეგიულად ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ის […]

admin11.04.2025