დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი შეთანხმდნენ, რომ ბირთვული განიარაღების შესახებ მოლაპარაკებებს განაახლებენ
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორი კორეის გამყოფ დემილიტარიზებულ ზონაში ჩავიდა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდა. იგი აშშ-ის პირველი მოქმედი პრეზიდენტი გახდა, რომელმაც დემილიტარიზებული ზონის საზღვარი გადაკვეთა და ფეხი ჩრდილოეთ კორეის მიწაზე დაადგა. აღნიშნული შეხვედრის ინიციატორი პრეზიდენტი ტრამპი იყო. ჩრდილოეთ კორეამ მის ამ ინიციატივას „ძალიან საინტერესო“ უწოდა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ […]