ბაქოში საქართველოს საელჩომ აზერბაიჯანის წამყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს უმასპინძლა
აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ინიციატივით მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზურაბ პატარაძის შეხვედრა აზერბაიჯანის წამყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს ტურიზმის სფეროში. შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა ადგილობრივ ტურ-ოპერატორებს მიაწოდა უახლესი ინფორმაცია საქართველოს მზარდ ტურისტული პოტენციალზე. ყურადღება გამახვილდა ხელისუფლების მიერ ინიცირებულ ახალ პროექტებზე, რაც საქართველოში ტურისტების მოზიდვას გულისხმობს. ელჩმა განაცხადა, […]