ქ. სენაკში II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2019“ დაიწყო
სწავლება უკვე მესამედ ტარდება და მასში 21 მოქმედი და მომავალი ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და ოპერატორი იღებს მონაწილეობას. მონაწილეები სწავლების პროცესში 30 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით 24-საათიან რეჟიმში ჩაერთვებიან. გახსნის ცერემონიალზე მონაწილეებს მასპინძელი ბრიგადის მეთაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა კობა გრიგოლიამ სიტყვით მიმართა და თანამედროვე საინფორმაციო გამოწვევების პირობებში სწავლების მნიშვნელობაზე ესაუბრა. სწავლება ჰიბრიდული გამოწვევების პირობებში, ჟურნალისტების მომზადებაზეა აქცენტირებული. შესაბამისად, მასში […]