Wednesday, 07 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.93 ▲
£ 3.45 ▲
₽ 0.03 ▼
₺ 0.05 ▼

პრემიერ-მინისტრმა ხუთ რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა

მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებს ახალი სახელმწიფო რწმუნებულები ჰყავს. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა – ალექსანდრე ზაგაშვილმა, შიდა ქართლში – სიმონ გულედანმა, სამცხე-ჯავახეთში – ზაალ გელაშვილმა, გურიაში – გიორგი ღურჯუმელიძემ, ხოლო ქვემო ქართლში – ლევან ხარაბაძემ დაიკავეს. ახლად დანიშნულ სახელმწიფო რწმუნებულებს ირაკლი კობახიძე დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონული განვითარების მინისტრ კახა გულედანთან ერთად შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა რეგიონების განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ საკითხის პრიორიტეტულობაზე რეგიონული განვითარების სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბებაც […]

admin06.05.2025

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა. კანონპროექტის მომხრე 349 კონგრესმენი იყო, მათგან 168 რესპუბლიკელი, ხოლო 181 დემოკრატი. წინააღმდეგ წავიდა 42 კონგრესმენი, ხოლო 42-ს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. „მეგობარი აქტის“ სახელით ცნობილი კანონპროექტის სრული სახელწოდებაა „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“. ასევე, მისი ოფიციალური სახელწოდებაა „ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა […]

admin06.05.2025

კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ფაქტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფმა დაიწყო გამოძიება და  მიმდინარეობდა ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. „სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებული ი. გ.-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. სპეციალური პენიტენციური სამსახური უსამძიმრებს პატიმრის ოჯახის წევრებს და გმობს პატიმრის გარდაცვალების ფაქტით მანიპულირებას, რაც ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან ადამიანური […]

admin05.05.2025

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატი ჯორჯე სიმიონი დამაჯერებლად ლიდერობს

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, ჯორჯე სიმიონმა გაიმარჯვა. ხმების 99.6%-ის დათვლის შემდეგ, სიმიონმა 40.6% მიიღო. მეორე ადგილზეა ბუქარესტის მერი ნიკუშორ დანი ხმების 21%-ით. რადგან ვერ ცერთმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი ვერ მიიღო, პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატები ერთმანეთს არჩევნების მეორე ტურში 18 მაისს დაუპირისპირდებიან. „ეს მხოლოდ არჩევნებში გამარჯვება კი არა, რუმინული ღირსების გამარჯვებაა. ეს იმ ადამიანების გამარჯვებაა, ვისაც არ დაუკარგავს იმედი და […]

admin05.05.2025

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო მიმოსვლის დაწყების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ალექსეი ნიკოლსკის ფოტოზე: სოხუმის აეროპორტი საქართველოს საგარეო უწყება შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთში საჰაერო მიმოსვლის დაწყების გამო. ამის შესახებ ქართული საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსული ავიაკომპანიის მიერ 2025 წლის პირველ მაისს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ავიარეისის უკანონოდ შესრულება, ისევე როგორც საოკუპაციო რეჟიმთან დადებული ე.წ. შეთანხმება სოხუმის აეროპორტის […]

admin02.05.2025

დონალდ ტრამპი 8 მაისს II მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ და 11 ნოემბერს I მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ აწესებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 8 მაისს II მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ და 11 ნოემბერს I მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ აწესებს. „ჩვენი ბევრი მოკავშირე და მეგობარი 8 მაისს გამარჯვების დღეს ზეიმობს, მაგრამ ჩვენ ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე გაცილებით მეტი გავაკეთეთ II მსოფლიო ომში გამარჯვებისთვის. მე 8 მაისს II მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ და 11 ნოემბერს […]

admin02.05.2025

ირაკლი კობახიძე: მარტში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9%, პირველ კვარტალში საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულდა 120 მლნ ლარის გადაჭარბებით

მარტში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9% და პირველი კვარტლის საერთო მაჩვენებელი არის 9,3%, ასევე პირველ კვარტალში, საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულდა 120 მლნ ლარის გადაჭარბებით, რაც ეკონომიკური ზრდის შედეგია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მიღწეული შედეგებისთვის მადლობა გადაუხადა. „გუშინ გამოქვეყნდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები. მარტში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა […]

admin01.05.2025

დონალდ ტრამპი: უკრაინასთან დავდეთ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, თეორიულად, ვიღებთ გაცილებით მეტს, ვიდრე 350 მილიარდი დოლარია

ჩვენ დღეს დავდეთ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, თეორიულად, ჩვენ ვიღებთ გაცილებით მეტს, ვიდრე 350 მილიარდი დოლარია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ტრამპის თქმით, აშშ-მა უკრაინასთან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა, რადგან სურდა, დაცული ყოფილიყო. ჟურნალისტის კითხვაზე, შეუძლია თუ არა ამ შეთანხმებას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის „შეზღუდვა“ რამე ფორმით, ტრამპმა უპასუხა „შესაძლოა, ასეც იყოს“. „ჩვენ დღეს […]

admin01.05.2025

მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ერევანში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობასა და მრავალწლიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სხვადასხვა მიმართულებებზე, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და კულტურის საკითხებზე. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ […]

admin29.04.2025

ჯეი დი ვენსი: უკრაინა ვერ შეძლებს რუსეთის სამხედრო გზით დამარცხებასა და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, უკრაინა ვერ შეძლებს რუსეთის სამხედრო გზით დამარცხებასა და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას. ამის შესახებ ჯეი დი ვენსმა ჩარლი კირკის პოდკასტში საუბრისას განაცხადა. „ეს თუ არ შეჩერდება, უკრაინელები ომს ვერ მოიგებენ. ვფიქრობ, მეინსტრიმულ მედიაში არსებობს ეს უცნაური აზრი, რომ თუ ეს ამბავი კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდება, რუსები ჩამოიშლებიან, უკრაინელები თავიანთ ტერიტორიებს უკან […]

admin29.04.2025