მამუკა ბახტაძე სოფელ გუგუტიანთკარში, გოჩა მარღიშვილის ოჯახს სტუმრობდა
„მნიშვნელოვანია, უშუალოდ მოსახლეობისაგან მოვისმინო იმის შესახებ, რაც მათ აწუხებთ და სჭირდებათ,”, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სოფელ გუგუტიანთკარში, გოჩა მარღიშვილის ოჯახში სტუმრობისას განაცხადა. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარში მცხოვრებმა გოჩა მარღიშვილმა პრემიერ-მინისტრს ტელევიზიის საშუალებით რამდენიმე დღის წინ მიმართა და შეხვედრა სთხოვა. ის პრემიერ-მინისტრს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლის საჭიროებებზე ესაუბრა. მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა […]