Friday, 07 August 2026
$ 2.62
3.03
£ 3.53
0.03
0.06

ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის ახალი ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა 2020 წლის ბოლოს დასრულდება

ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის ახალი ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა მომავალი წლის ბოლოს დასრულდება, – შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვიცე-პრემიერთან,რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად დაათვალიერა. ახალი 2 ზოლის აშენებით ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზაზე მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდება.პროექტი ჩქაროსნული გზის სტანდარტის დაცვით აშენდება და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას. ჩქაროსნული […]

admin16.07.2019

მამუკა ბახტაძე ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობის პროცესს გაეცნო

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, – აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად გაეცნო. ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის 14 კმ-იანი გზის მშენებლობას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. პროექტი 2 მონაკვეთადაა დაყოფილი. პირველ მონაკვეთზე სამუშაოები ვადების შესაბამისად სრულდება, ხოლო მეორე მონაკვეთზე, შეჩერებული […]

admin16.07.2019

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი დაიწყო

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი ხვალ კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ ოფიციალურად გაიხსნება. დღეს კურსის მონაწილეებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) უმასპინძლეს, რომლებსაც სკოლის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა, ესტონეთის რესპუბლიკის ელჩმა, კაი კარელსონმა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, როზარია პუგლისმა სიტყვით მიმართეს. მათ მონაწილეებს წარმატებები უსურვეს და კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. თეა ნიკოლაშვილმა ნატოს მხარეს სკოლის განვითარების პროცესში, ასევე ესტონურ […]

admin15.07.2019

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე 2019 წლის იანვარი-ივნისის ანგარიშს აქვეყნებს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი 2019 წლის იანვარი-ივნისის ანგარიშს აქვეყნებს. საანგარიშო პერიოდში საკრებულოში ჩატარდა: საკრებულოს 13 სხდომა (6 გეგმიური და 7 რიგგარეშე) ბიუროს 7 სხდომა (6 გეგმიური და 1 რიგგარეშე). სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის 6 სხდომა. საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის 8 სხდომა. სივრცით -ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის 7 სხდომა. ქონების მართვისა და […]

admin15.07.2019

იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლებში ადაპტირებული ვერსიით დაბრუნდება

2019-2020 სასწავლო წლიდან იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლებში ადაპტირებული ვერსიით დაბრუნდება და არსებულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებთან ერთად მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსი გახდება. სახელმძღვანელოს ადაპტირებული ვერსია საქართველოს პარლამენტის ინიცირებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით შექმნილმა ექსპერტთა სპეციალურმა კომისიამ შეიმუშავა და მას ყველა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლე უფასოდ მიიღებს. ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის […]

admin15.07.2019

არჩილ თალაკვაძე პირველ სამუშაო ვიზიტად ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, 15-20 ივლისს, ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის ლიდერთა ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. არჩილ თალაკვაძე ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს და დემოკრატიისთვის ბრძოლაში, პარლამენტის წევრების როლზე ისაუბრებს. ფორუმში მონაწილეობის პარალელურად, არჩილ თალაკვაძე შეხვედრებს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული პარტნიორობის კომიტეტის […]

admin15.07.2019

ლევან იზორია: „ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან არასოდეს გვქონია“

ბათუმში, აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, პანელზე „შავი ზღვის უსაფრთხოება“ სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობაზე ისაუბრა. ლევან იზორიას განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ასეთი მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობა არასოდეს ყოფილა. მინისტრმა ყურადღება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, თავდაცვის სფეროში ბოლო პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა და ახლო მომავალში განსახორციელებელ გეგმებზეც ისაუბრა: „შეგვიძლია ვთქვათ, რომ […]

admin11.07.2019

ლევან იზორია: „ჩვენი მხრიდან მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ საქართველო თანხვედრაში იყოს ევროკავშირის პოლიტიკასთან, გლობალურ სტრატეგიასა და ნატოს შეკავების პოლიტიკასთან“

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე – „ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“ სიტყვით გამოვიდა. თავდაცვის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში თემაზე – „შავი ზღვის უსაფრთხოება: დაპირისპირებებიდან შესაძლებლობების ზღვამდე“. ლევან იზორიამ ყურადღება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე გაამახვილა: „ჩვენი მხრიდან მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ საქართველო თანხვედრაში იყოს ევროკავშირის პოლიტიკასთან, გლობალურ სტრატეგიასა და […]

admin11.07.2019

დონალდ ტუსკი: „დღევანდელი შეხვედრების შემდეგ ვგრძნობ, რომ საქართველოს ძალიან კარგი და იმედისმომცემი მომავალი აქვს“

„დღევანდელი შეხვედრების შემდეგ ვგრძნობ, რომ საქართველოს ძალიან კარგი და იმედისმომცემი მომავალი აქვს“, – ამ სიტყვებით მიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს. მმართველი პარტიის ლიდერმა სტუმარს ბათუმში უმასპინძლა. ბიძინა ივანიშვილმა დონალდ ტუსკს საქართველოს მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მაღალი რანგის ბევრი სტუმრების […]

admin11.07.2019

ირანის შეიარაღებული საზღვაო ხომალდები ბრიტანული ნავთობტანკერის ხელში ჩაგდებას შეეცადნენ

ირანის რევოლუციის მცველთა შეიარაღებული საზღვაო ხომალდები ჰორმუზის სრუტეში ბრიტანული ნავთობტანკერის ხელში ჩაგდებას შეეცადნენ, თუმცა მათი განზრახვა რაკეტებით აღჭურვილმა დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების სამხედრო გემმა ჩაშალა, რომელიც თან ახლდა ნავთობტანკერს, იუწყება აშშ-ის მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. დასავლური მედია აშშ-ის ოფიციოზზე დაყრდნობით წერს, რომ ბრიტანულ ნავთობტანკერს ირანის ტერიტორიულ წყლებთან ძალიან ახლოს გაჩერება მოსთხოვეს, მაგრამ ბრიტანეთის სამეფო […]

admin11.07.2019