გარდაბნის მუნიციპალიტეტში, საჯარო სკოლების კეთილმოწყობის პროცესი მიმდინარეობს
გარდაბნის მუნიციპალიტეტში, საჯარო სკოლების კეთილმოწყობის პროცესი აქტიურად მიმდინარებს. სოფელ სართიჭალის #2 და მუღანლოს საჯარო სკოლაში მიმდინარე სამუშაოებს, ადგილზე მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. გარდაბნის მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ორივე ობიექტზე იცვლება კარ-ფანჯარა, კეთდება ახალი სახურავი და შენობის შიგნით ეწყობა სველი წერტილები. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები, შპს „აისი დეველოპმენტი“ და […]