Friday, 07 August 2026
$ 2.62
3.03
£ 3.53
0.03
0.06

ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინა

ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის მეთაურის პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია წარადგინა. ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა ყოფილ პრემიერ მინისტრს, მამუკა ბახტაძეს პოსტიდან „კულტურული“ წასვლისთვის და აღნიშნა, რომ ეს თავად ბახტაძის სურვილი იყო. „როგორც უკვე მოგეხსენებათ პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე გადადგა თავის თანამდებობიდან. კვირა საღამოს ჩვენ შეხვედრა გვქონდა უმრავლესობასთან, სადაც შევათანხმეთ ეს საკითხი. მადლობა გადაუხადა მთელმა გუნდმა, მე პირადად. […]

admin03.09.2019

გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის განცხადებას პასუხობს

საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ უწევს პასუხი გასცეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული პირების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ არასწორ განცხადებას. საქართველოს პროკურატურამ კანონით დადგენილი პროცედურებით გამოხატა ბრალდების მხარის პოზიცია, როდესაც მიიღო შემაჯამებელი გადაწყვეტილება და დაიწყო სისხლის სამართლის დევნა ბრალდებულთა მიმართ. გამოძიება საწყისი ეტაპიდანვე მიმდინარეობს ღიად და გამჭვირვალედ. პროკურატურა […]

admin02.09.2019

სასტუმრო „ამბასადორი თბილისში“ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გაცილების ცერემონია შედგა

ღონისძიებას ეროვნული ნაკრების მორაგბეები, სამწვრთნელო შტაბის წევრები და რაგბის კავშირის ხელმძღვანელები დაესწრნენ. „ბორჯღალოსნებს“ მსოფლიო თასზე წარმატებული ასპარეზობა უსურვეს საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ. 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასი 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით იაპონიაში გაიმართება. „ბორჯღალოსნები“ რაგბის უმთავრეს ტურნირზე ზედიზედ მეხუთედ ითამაშებენ. […]

admin02.09.2019

ქოშიგორას დასახლებაში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა

თბილისის მერმა ქოშიგორას დასახლებაში ახლადრეაბილიტირებული შიდა გზები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. კახა კალაძის თქმით, დასახლება თანდათან ვითარდება და მნიშვნელოვანია, აქ სხვა ინფრასტრუქტურული საკითხებიც მოგვარდეს. „ამ ტერიტორიაზე რამდენიმე თვის წინაც ვიმყოფებოდით და ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნა იყო, რომ ეს პროექტი განხორციელებულიყო. დაახლოებით, ორ კილომეტრამდე გზის საფარი მოეწყო, რადგან მძიმე მდგომარეობის გამო, აქ ავტომანქანით გადაადგილება რთული იყო. […]

admin02.09.2019

მამუკა ბახტაძე განცხადებას ავრცელებს – მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისათვის შევასრულე

შარშან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დამტკიცებისას, ქართულ საზოგადოებას წარვუდგინე 5 პრინციპი, რომელიც ჩვენი მთავრობის სამოქმედო გეგმის მთავარ ქვაკუთხედად ჩამოყალიბდა. ეს პრინციპებია: • ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანის − ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაჩქარება და შეუქცევადობის უზრუნველყოფა; • ძირეული და ინოვაციური რეფორმების გატარება ეკონომიკაში; ახალი ეკონომიკური მოდელის შექმნა; • მცირე მთავრობის კონცეფციის დანერგვა; • ეფექტიანი, გამჭვირვალე, ოპერატიული და […]

admin02.09.2019

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებენ

“ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები 6 სექტემბერს გენერალურ პროკურატურაში დახურულ შეხვედრაზე მიიწვია. შეხვედრაზე დაგეგმილია პროკურატურის მიერ დაქირავებული ორი უცხოელი ექსპერტის მოსაზრებების თუ დასკვნის წარდგენა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით. გვსურს შევახსენოთ პროკურატურას, რომ საქართველოს კონსტიტუციით, ასევე ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში დადგენილი წესის თანახმად, ერთადერთი ლეგიტიმური სივრცე, სადაც ბრალდების ორგანომ – პროკურატურამ უნდა […]

admin02.09.2019

გიორგი ვოლსკიმ დაადასტურა, რომ ივანიშვილთან შეხვედრაზე სამთავრობო ცვლილებებზე იმსჯელეს და ორშაბათს „შესაბამის განცხადებას გააკეთებს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე“

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა. სხდომა დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა და მას ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ დღევანდელ სხდომაზე საუბარი სამთავრობო ცვლილებებს შეეხო და ამ საკითხზე ორშაბათს განცხადებას მამუკა ბახტაძე გააკეთებს. „ამ თემაზე მსჯელობა იყო. ამ თემაზე გაგრძელდება მსჯელობა კიდევ პოლიტსაბჭოზე, სამშაბათს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ხვალ დილას […]

admin01.09.2019

ლენტეხისა და მესტიის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზაზე, 25 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი 2 მონაკვეთადაა დაყოფილი. სარეაბილიტაციო მონაკვეთი, მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი მესტია-კალა-უშგული-ლასდილი-ლენტეხის 52 კმ-იანი გზის ნაწილია. ლენტეხი-ლასდილის მონაკვეთზე დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების რაოდენობა შეადგენს 3 ობიექტს, რომლის ჯამური საორიენტაციო ღირებულება 62 790 300 ლარია, ხოლო მესტია-კალა-უშგულის მონაკვეთზე დაგეგმილია 3 პროექტის განხორციელება, რომლის ჯამური […]

admin30.08.2019

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ანდრეას ნორლენს, მის მოადგილეებს და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა. მიღებას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და სხვა სასულიერო პირები. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა და ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას. სტუმრები ასევე  დაინტერესდნენ საქართველოს ეკლესიის ისტორიით და […]

admin30.08.2019

მე-11 ბატალიონის GDRP-ის დასკვნითი წინამოსამზადებელი წვრთნები ტარდება

საქართველოს თავდაცვის ძალების, I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) წინამოსამზადებელ სწავლებას გადის. ბატალიონი I ქვეითი ბრიგადის საველე საწვრთნელი ბაზის, „ხცისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ოცეულის დონის შეფასებას ახორციელებს. მე-11 ბატალიონის ბრავო ასეულმა ოცეულის დონის საველე სიტუაციური სწავლება ჩაატარა, სადაც ფუჭი ვაზნებით თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციები შეასრულა. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) წინამოსამზადებელი წვრთნების […]

admin29.08.2019