Friday, 07 August 2026
$ 2.62
3.03
£ 3.53
0.03
0.06

არჩილ თალაკვაძემ ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი მიიღო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი მიიღო. არჩილ თალაკვაძემ მინისტრს საქართველოში ვიზიტისა და ჩვენი ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ ქართველ და ლიეტუველ ხალხს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ლიეტუვასთან კავშირების კიდევ უფრო განმტკიცება საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხია.

admin09.09.2019

ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი სამუშაო დღე დილის 9 საათზე დაიწყო

საქართველოს თავდაცვის ახალმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი სამუშაო დღე დილის 9 საათზე დაიწყო. მას უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა ლევან იზორიამ უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ გმირთა მემორიალთან დახვდნენ. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, მოქმედმა და ყოფილმა თავდაცვის მინისტრებმა, ასევე თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა გაცნობითი შეხვედრა გამართეს. ირაკლი ღარიბაშვილმა სამინისტროში […]

admin09.09.2019

არჩილ თალაკვაძე: მთავრობის ერთ-ერთი ამოცანა იქნება ეფექტურობა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესის დაჩქარება

„ბევრი ჩვენი თანამოქალაქე მთავრობის მხრიდან ქმედით გადაწყვეტილებებს, ადგილზე პრობლემების მოგვარებას ელოდება. საზოგადოების დავალებაც მთავრობის და ხელისუფლების მიმართ სწორედ ეს არის, რომ პრობლემები გადაიჭრას და დარჩენილი საქმე დროულად და ეფექტურად გაკეთდეს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, პრემიერმინისტრმა გამოსვლაში არაერთხელ გაამახვილა ყურადღება, რომ მთავრობის ერთ-ერთი ამოცანა ეფექტურობა […]

admin08.09.2019

საქართველოს პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა

საქართველოს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და „სამთავრობო პროგრამას 2019 – 2020“ მხარი 98 ხმით დაუჭირა. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე უძღვებოდა, მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და პრემიერმინისტრობის კანდიდატისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურის ბოლო ეტაპი გაიმართა. საპარლამენტო ტრიბუნა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ დაიკავა. „მე დღეს შევეცდები პრინციპულ, საკვანძო ფასეულობებზე და მთავრობის ძირითად განზომილებებზე […]

admin08.09.2019

დონალდ ტრამპმა ამერიკელი ჯარისკაცის მოკვლის გამო „დაუყოვნებლივ გააუქმა“ თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკებები

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკებები გააუქმა. მან „თვითერზე“ დაწერა, რომ კვირას დაგეგმილი ჰქონდა ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანთან და თალიბანის წამყვან ლიდერებთან შეხვედრა, მაგრამ გააუქმა აღნიშნული შეხვედრა თავის „კემპ დევიდის“ საპრეზიდენტო რეზიდენციაში მას შემდეგ, რაც თალიბანმა აღიარა, რომ ქაბულში ხუთშაბათს განხორციელებული თავდასხმა, რამაც 12 ადამიანის, მათ შორის ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე […]

admin08.09.2019

საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების სხდომა

საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების და „სამთავრობო პროგრამის 2019-2020“ განხილვის მიზნით საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების „ქართული ოცნება“, „ქართული ოცნება – კონსერვატორების“, „ქართული ოცნება – მრეწველების“, „ქართული ოცნება – რეგიონების განვითარებისთვის“, „ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკა“ და „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ სხდომა გაიმართა. პრემიერმინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას და მთავრობის წევრობის კანდიდატებს უმრავლესობის ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ მიმართა. […]

admin07.09.2019

სალომე ზურაბიშვილი: „შეწყალების აქტმა, რომელიც მიღებული იყო სრულიად გულწრფელად, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია“

პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირის შეწყალების თაობაზე განმარტებას აკეთებს საქართველოს პრეზიდენტი. „ფეისბუქით“ გავრცელებულ განცხადებაში სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ „შეწყალების აქტმა, რომელიც მიღებული იყო სრულიად გულწრფელად და ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია“. „როგორც საზღვარგარეთ ვიზიტის დროს დავაანონსე, შეწყალების აქტის გამოცემის შედეგად შექმნილ ვითარებაზე კომენტარს საქართველოში დაბრუნების შემდეგ გავაკეთებდი. შეწყალების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, კონკრეტული დეტალების, გარემოებების […]

admin07.09.2019

უნგრეთის პრეზიდენტმა ილია მეორესთან შეხვედრისას განაცხადა: ,,35 წელია, პოლიტიკურ მოღვაწეობას ვეწევი და მეგონა, ვეღარაფერი გამაკვირვებდა, მაგრამ გაკვირვებული ვარ ამ შეხვედრით”

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უნგრეთის პრეზიდენტი, ბ-ნი იანოშ ადერი, მისი მეუღლე და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო. უნგრეთის პრეზიდენტმა დელეგაციის სახელით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოში პირველად იმყოფება და ერთ-ერთი უძველესი ეკლესიის მეთაურთან შეხვედრა მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიხარულოა. მისივე განცხადებით, უნგრეთი მზად არის კიდევ უფრო გააღრმაოს მეგობრული და საქმიანი კავშირები საქართველოსთან, […]

admin06.09.2019

95 წლის ასაკში ზიმბაბვეს ყოფილი პრეზიდენტი რობერტ მუგაბე გარდაიცვალა

ზიმბაბვეს ყოფილი პრეზიდენტი რობერტ მუგაბე 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მას დაავადება ჰქონდა, თუმცა ინფორმაცია ზუსტი დიაგნოზის შესახებ არ ვრცელდება. იგი აპრილის შემდეგ სინგაპურის საავადმყოფოში მკურნალობდა. ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ემერსონ მნანგაგვამ რობერტ მუგაბე ქვეყნის დამფუძნებელ მამად მოიხსენია. მუგაბე ზიმბაბვეს მეორე პრეზიდენტი იყო 1987 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ნოემბრამდე. 1980-1987 წლებში კი ქვეყნის პრემიერ მინისტრის თანამდებობა ეკავა. რობერტ […]

admin06.09.2019

ლევან დავითაშვილი: „ჩვენ შევძელით გადაგვერჩინა თხილის მოსავალი და შედეგად წელს 40-45 ათას ტონა თხილის მოსავალს ველოდებით“

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის მნიშვნელოვან გამოწვევაზე – აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებზე ისაუბრა. „არ შეიძლება, არ აღინიშნოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა, რაც ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. ჩვენს მიერ მავნებლის წინააღდეგ განხორციელებული ბრძოლის ღონისძიებები, საერთაშორისო ექსპერტების მიერ დადებითად შეფასდა. ბოლო პერიოდში საქართველოში მყოფი […]

admin05.09.2019