საპარლამენტო კომიტეტებში მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და „სამთავრობო პროგრამა 2019-2020“- ის განხილვა გრძელდება
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მიერ ნდობის გამოცხადებისთვის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი და „სამთავრობო პროგრამა 2019-2020“ განიხილეს. კომიტეტების წევრებმა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს თეა წულუკიანს, შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს ვახტანგ გომელაურს, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს […]