დედაქალაქის მერი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო სოფლისა და მთავარი ნაძვის ხის მონტაჟის სამუშაოებს გაეცნო
რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე საახალწლო სოფლისა და ქალაქის მთავარი ნაძვის ხის სამონტაჟო სამუშაოებს გვიან ღამით დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. როგორც მერმა განაცხადა, ნაძვის ხე 25 დეკემბერს საზეიმოდ აინთება. „ახლა რესპუბლიკის მოედანზე ვიმყოფებით, სადაც მიმდინარეობს საახალწლო სამზადისი. 25 დეკემბერს მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება. მინდა მოვიწვიო ყველა პატარა და არამხოლოდ პატარა. ყველას, ვისაც სურვილი აქვს, მობრძანდეს […]