Wednesday, 24 June 2026
$ 2.65
3.02
£ 3.50
0.04
0.06

საქართველოს თავდაცვის ძალების 43-ე ბატალიონი ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან სამშობლოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან სამშობლოში სრული შემადგენლობით გვიან ღამით დაბრუნდა. ქვედანაყოფმა მისია უდანაკარგოდ შეასრულა და როტაციის წესით უფლებამოსილება პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონს გადააბარა. სამხედრო მოსამსახურეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის შტაბის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი რობერტ არღვლიანი და მე-4 მექანიზებული ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ვეფხია ჩალაბაშვილი დახვდნენ და მშვიდობისმყოფელებს მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს. […]

admin25.11.2019

„ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს

პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” განცხადებას ავრცელებს. “ბიზნესკონტინენტი” აღნიშნულ განცხადებას სრულად გთავაზობთ. “გასული დღეების განმავლობაში, ჩვენი პარტიის სახელით, საზოგადოებას არაერთგზის მკაფიოდ გავაცანით საკუთარი დამოკიდებულება იმ პოლიტიკური პროცესების შესახებ, რომლებიც საარჩევნო სისტემის საკითხის გარშემო განვითარდა. თუმცა, ვინაიდან ამ თემის გარშემო კვლავაც არ წყდება პოლიტიკური სპეკულაციები, გვსურს, საზოგადოებას ჩვენი პოზიცია რამდენიმე გზავნილით კიდევ ერთხელ გავუზიაროთ: პირველი: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე […]

admin25.11.2019

აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოსა და აშშ – ს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. პენტაგონში აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოსა და აშშ – ს შორის პარტნიორობა არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი და ხელმოწერილი დოკუმენტი ძლიერი ალიანსისთვის მდგრად საფუძველს ქმნის. ჩარჩო – ხელშეკრულება სრულ შესაბამისობაშია თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებთან, რომელიც […]

admin22.11.2019

დაღუპული სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი მოადგილეებთან-შენგელი ფიცხელაურთან, ალექსანდრე ხოჯევანიშვილთან, გიგა ნიკოლეიშვილთან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძესთან, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძესთან, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილე ალექსი ბატიაშვილთან, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან ერთად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის […]

admin22.11.2019

ვახტანგ გომელაური ოფიციალურ ვიზიტად საფრანგეთის რესპუბლიკას ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრა საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან, კრისტოფ კასტანერთან. შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა მადლობა გადაუხადა ფრანგ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა საფრანგეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში. ვიზიტის მიზანია ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შემდგომი […]

admin22.11.2019

ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს.

admin21.11.2019

გარდაბნის მუნიციპალიტეტში აგროსექტორთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ შეხვედრა გაიმართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა აგროსექტორთან დაკავშირებული პროექტები სოფლებში მერის წარმომადგენლებს და ადგილობრივ მეწარმეებს გააცნეს. საინფორმაციო შეხვედრის მიზანს ადგილობრივი მეწარმეებისა და დაინტერესებული პირებისთვის აგროსექტორთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ, ინფორმაციის მიწოდება და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. შეხვედრა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ინიოციატივით, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ჩართულობით და გარდაბნის […]

admin21.11.2019

ირაკლი ღარიბაშვილმა ატლანტიკურ საბჭოში მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ატლანტიკურ საბჭოში მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. დისკუსიას მოდერატორობას ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, დეიმონ ვილსონი უწევდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებებსა და თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-თან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებულ უპრეცედენტო თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება: […]

admin21.11.2019

გიორგი გახარია: საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოები, მთავრობა აქტიურად, 24 საათიან რეჟიმში მოქმედებენ

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოები, მთავრობა, შესაბამისი უწყებები აქტიურად მოქმედებენ 24 საათიან რეჟიმში, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე. პრემიერის თქმით, მთავრობა იყენებს ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს. „რა თქმა უნდა, სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ვდგამთ იმ ნაბიჯებს, რომელიც აუცილებელია მსგავს მძიმე სიტუაციაში და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ […]

admin21.11.2019

ნეთანიაჰუს მსგავსად განცმაც ვერ შეძლო ისრაელის კოალიციური მთავრობის ფორმირება

ისრაელის მოქმედი პრემიერ მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავარმა პოლიტიკურმა მეტოქემ, ბენი განცმა, მას შემდეგ რაც ნეთანიაჰუმ კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო, ერთი თვის განმავლობაში თავადაც ვერ ჩამოაყალიბა მინისტრთა კაბინეტი და ქვეყნის პრეზიდენტის, რუვენ რივლინის მიერ ოქტომბერში განცისთვის მთავრობის ფორმირებისთვის მიცემული ერთთვიანი ვადა 20 ნოემბერს, შუაღამისას ამოიწურა. კანონმდებლობის შესაბამისად, ახლა 21 დღის განმავლობაში ისრაელის ქნესეთის წევრებს აქვთ […]

admin21.11.2019