ბორის ჯონსონმა პირობა დადო, რომ „დღე და ღამე“ იმუშავებს, რათა ამომრჩევლების ნდობა გაამართლოს
დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში „კონსერვატიული პარტიის“ „ისტორიული“ გამარჯვების შემდეგ ბორის ჯონსონმა პირობა დადო, რომ „დღე და ღამე“ იმუშავებს, რათა ამომრჩევლებს მათდამი გამოცხადებული ნდობა გაუმართლოს. ამ დროისთვის მხოლოდ ერთი ადგილის გამოცხადებაღაა დარჩენილი და „ტორებს“ თემთა პალატაში 76 ადგილით მეტი აქვთ მიღებული ვიდრე უმრავლესობისთვის არის საჭირო, ჯამში 364 სადეპუტატო მანდატი, „ლეიბორისტებს“ 203, „შოტლანდიის ნაციონალურ პარტიას“ (SNP) […]