არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად 5-10 თებერვალს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ შეკრებაში, National Prayer Breakfast-ში მიიღებს მონაწილეობას. არჩილ თალაკვაძე ვიზიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში და სენატში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. შეხვედრები ასევე გაიმართება სახელმწიფო მდივნის მოქმედ თანაშემწესთან, ფილიპ რიკერთან, […]