ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქ. ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება. 12-13 თებერვალს ალიანსის შტაბ-ბინა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს უმასპინძლებს. თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგსა და მის მოადგილეს მირჩა ჯოანს შეხვდება. განხილვის მთავარი თემები იქნება: ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერების გზები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) პროგრესი, საქართველოს როლი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების […]