საქართველო

​საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამეგრელოს რეგიონს ესტუმრა

admin 09.03.2020

საქართველოს პრეზიდენტი ზუგდიდში სამეგრელოს რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და მათგან რეგიონში განხორციელებული სამუშაოებთან და კორონავისურის პრევენციულ ზომებთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას მოისმენს.

სალომე ზურაბიშვილი შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრსა და ასოციაცია “მერკურის” ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა თავშესაფარს ეწვევა და ბენეფიციარებს მოინახულებს. დღესვე პრეზიდენტი ზუგდიდში ემიგრანტთა პარკს, ბოტანიკურ ბაღს და დადიანების სასახლის რესტავრირებულ კორპუსს დაათვალიერებს, სიჭინავების ოჯახს ეწვევა, რომელიც უკვე მრავალი ათეული წელია ქართული ტრადიციული მედიცინის მეთოდების გამოყენებით დამწვრობის მალამოს ამზადებს.

10 მარტს საქართველოს პრეზიდენტი სენაკში სამხედრო ბაზაზე, გენშტაბის და სარდლობის წარმომადგენლებთან ერთად, II ქვეით ბრიგადის სწავლებას დაესწრება.
სამეგრელოს რეგიონში სტუმრობისას საქართველოს პრეზიდენტი სოფელ გოლასკურში მცირე მეწარმეებს შეხვდება და თაფლის წარმოების პროცესს გაეცნობა.