მიხეილ ჩხენკელი გერმანიის ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობას შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სამუშაო შეხვედრა გამართა გერმანიის ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობასთან საქართველოში – აღმასრულებელ დირექტორთან ნინო ოსიტაშვილთან და მრჩეველთან გაი დე ფონტგალანდთან. აღნიშნული ფონდი ბავშვთა საერთაშორისო ფონდის ალიანსის წევრი ორგანიზაციაა, რომლის მისიას სოციალურად დაუცველი ბავშვების მხარდაჭერა და მათი უფლებების დაცვა წარმოადგენს. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ფონდის სამომავლო საქმიანობის გაფართოების გეგმაზე იმსჯელეს. გერმანიის […]