ამირან გამყრელიძე: „არავის ვაშინებ, მაგრამ მოსალოდნელია შემთხვევების სერიოზული ზრდა“
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „ქრონიკის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა არის მოსალოდნელი. მისი თქმით, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ინფექციასთან ბრძოლაში კერძო სექტორის ჩართულობა. „არავის ვაშინებ, მაგრამ მოსალოდნელია შემთხვევების სერიოზული ზრდა. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ ყველანაირად. მზად უნდა იყოს სახელმწიფო, მზად უნდა იყოს ჯანდაცვის სექტორი, მზად უნდა იყოს კერძო სექტორი. […]