Ryanair-ი თბილისის მიმართულებით რეისებს ამცირებს, ქუთაისის მიმართულებით კი 1 თვით აჩერებს
ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ი იტალიიდან საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით რეისებს ამცირებს, ქუთაისის მიმართულებით კი 1 თვით აჩერებს. „COVID-19-ის გავლენის გამო და სამთავრობო საკუთრებაში არსებული ქართული აეროპორტების მოთხოვნის შესაბამისად, ჩვენ შევაჩერეთ არაერთი ფრენა იტალიიდან საქართველოში. კერძოდ მილანი-თბილისის მიმართულებით რეისები შესრულდება 7 მარტამდე, 8 მარტიდან 7 აპრილამდე კი კვირაში 2 […]