Tuesday, 06 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.93 ▲
£ 3.45 ▲
₽ 0.03 ▼
₺ 0.05 ▼

ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა

ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. ქვეყნის უზენაესი ლიდერი პირობას დებს, რომ „მძიმე დარტყმებს მიაყენებს“ ისრაელს ირანზე საჰაერო იერიშის მიტანის საპასუხოდ. როგორც BBC იუწყება, აფეთქების ხმა ისმოდა იერუსალიმში, ხოლო თელ-ავივის ჰორიზონტზე შავი კვამლი შეიმჩნეოდა. BBC-ის ცნობით, თეირანის საპასუხო დარტყმის შემდეგ დაიღუპა ერთი ქალი, ისრაელის საავადმყოფოებში კი 39 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია. უფრო […]

admin14.06.2025

ტრამპი მოუწოდებს ირანს, რომ დადოს გარიგება, ვიდრე მისგან რაიმე დარჩენილა და გადაარჩინოს ის, რაც ოდესღაც ცნობილი იყო როგორც ირანის [სპარსეთის] იმპერია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს მოუწოდებს, რომ დადოს გარიგება, ვიდრე მისგან რაიმე დარჩენილა და გადაარჩინოს ის, რაც ოდესღაც ცნობილი იყო როგორც ირანის [სპარსეთის] იმპერია. „მე შანსი შანსზე მივეცი ირანს, რომ დაედო გარიგება. მე ვუთხარი მათ, ყველაზე მკაცრი სიტყვებით, რომ „უბრალოდ გააკეთეთ ეს“, მაგრამ რამდენადაც არ ეცადნენ, რამდენადაც ახლოს არ იყვნენ, მათ უბრალოდ ვერ შეძლეს ამის […]

admin13.06.2025

ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტებს დაარტყა – თეირანი შურისძიებით იმუქრება

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, დარტყმები თეირანის საცხოვრებელ უბნებზე განხორციელდა და დაღუპულთა შორის სამოქალაქო პირები, მათ შორის ბავშვებიც არიან. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, დარტყმებს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, გენეარალი ჰოსეინ სალამი ემსხვერპლა (დაბლა ფოტოზე). ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ისრაელის დარტყმების შედეგად, ასევე მოკლულია ირანის შეიარაღებული […]

admin13.06.2025

ინდოეთიდან ლონდონისკენ მიმავალი თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 242 ადამიანი იმყოფებოდა, აფრენიდან მალევე ჩამოვარდა

დასავლეთ ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადიდან ლონდონისკენ მიმავალი სამგზავრო თვითმფრინავი აფრენიდან მალევე, აჰმედაბადში, დასახლებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე 242 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ორი პილოტი და კაბინის ეკიპაჟის 10 წევრი. უფრო ადრე ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ბორტზე 244 ადამიანი იმყოფებოდა. მგზავრთაგან 169 ინდოეთის, 53 ბრიტანეთის, ერთი კანადის და შვიდი პორტუგალიის მოქალაქე იყო. აჰმედაბადის პოლიციის უფროსმა BBC-ს უთხრა, […]

admin12.06.2025

ირაკლი კობახიძისა და ვიქტორ ორბანის თანათავმჯდომარეობით ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტი გაიმართა

საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელშიც ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრები მონაწილეობდნენ, განიხილეს სექტორული კავშირების შემდგომი გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალი. აღინიშნა თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობა ისეთ  სფეროებში, როგორებიცაა ენერგეტიკა და დაკავშირებადობა, გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობა, თავდაცვა, სამართალდაცვითი სფერო, იუსტიცია, ჯანდაცვა, განათლება და კულტურა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უნგრელ კოლეგას სამიტის ორგანიზებისა […]

admin11.06.2025

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო პროცესი წელს 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 22 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 21 […]

admin11.06.2025

გაერთიანებული სამეფოს საელჩო საქართველოში: გაურკვევლობის გამო, გვიწევს გავაუქმოთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებები

გაურკვევლობის გამო, გვიწევს გავაუქმოთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას, – ამის შესახებ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული. „გაერთიანებული სამეფო კეთილსინდისიერად ცდილობდა მოეპოვებინა გრანტის დამტკიცების შესახებ თანხმობა რიგ პროექტებზე, რომელიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოებისთვის ამომრჩეველთა განათლებისა და მოქალაქეთა მხრიდან არჩევნების მონიტორინგს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს აქტივობები ცენტრალურმა […]

admin11.06.2025

ტრამპმა ლოს ანჯელესში ჯარების უფრო დიდი რაოდენობით განლაგების ბრძანება გასცა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ლოს ანჯელესში ეროვნული გვარდიის უფრო მეტი ჯარისკაცისა და საზღვაო ქვეითების განლაგებას აპირებს, რადგან ქალაქში პროტესტი გრძელდება. კალიფორნიის გუბერნატორი გავინ ნიუსომი აცხადებს, რომ სამართლებრივ ზომებს მიიღებს ჯარების განლაგების წინააღმდეგ და ტრამპს „შეშლილს“ და „დიქტატორს“ უწოდებს. ლოს ანჯელესში დემონსტრაციები მეოთხე დღეა გრძელდება, აშშ-ის მასშტაბით კი საემიგრაციო ხელისუფლების წინააღმდეგ ახალი საპროტესტო აქციები იწყება. სამართალდამცველებმა […]

admin10.06.2025

საქართველოში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა მარტივდება

„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე უმრავლესობის წევრებმა რამდენიმე საკითხი განიხილეს. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საპარლამენტო უმრავლესობა წარადგენს ახალ ინიციატივას, რომელიც შეეხება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც გულისხმობს შემდეგს: სისხლის სამართლის კოდექსს ემატება სასჯელის ახალი სახე – უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ჩაემატება ადმინისტრაციული სახდელის […]

admin10.06.2025

შინაგან საქმეთა სამინისტროში მასშტაბური საკადრო ცვლილებები განხორციელდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. როგორც შსს-ში განმარტავენ, განხორციელდა შემდეგი საკადრო ცვლილებები: ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე; ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დავით კიკნაძე; თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა ვაჟა სირაძე; თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაისურაძე […]

admin10.06.2025