Saturday, 27 June 2026
$ 2.65
3.02
£ 3.50
0.03
0.06

მაკა ბოჭორიშვილი ავსტრიელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალურ მინისტრს, ბეათე მაინლ-რაიზინგერს შეხვდა. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მინისტრებმა მიმოიხილეს როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ისე საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის, რეგიონული უსაფრთხოებისა და სხვა მიმდინარე აქტუალური საკითხები. „შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ავსტრია საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს და დადებითად აფასებს ორი ქვეყნის დინამიკურ ურთიერთობებს. კერძოდ, ის კვლავაც განაგრძობს საქართველოს […]

admin27.03.2025

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და 2008 წლის აგვისტოს ომის თაობაზე ხუთ პირს მოუსმინა

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მეხუთე სხდომა გაიმართა. სხდომაზე განსახილველი საკითხი იყო 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი. აღნიშნულ საკითხზე კომისიას ახსნა-განმარტება პაატა დავითაიამ მისცა, რომელიც 2008 წელს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა […]

admin26.03.2025

თეთრი სახლის განცხადებით, რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, მაგრამ ვაშინგტონის განცხადებიდან მალევე, კრემლმა თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ძალაში არ შევა, სანამ სანქციები არ მოიხსნება

საუდის არაბეთში სამდღიანი სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთი და უკრაინა აშშ-სთან ცალკე შეთანხმებით, შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ყველა მხარე განაგრძობს მუშაობას „მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის“ მისაღწევად, ნათქვამია განცხადებებში, რომლებიც აანონსებენ შეთანხმებებს, რაც ხელახლა გახსნის მნიშვნელოვან სავაჭრო გზას. თეთრი სახლის განცხადებით, მათ ასევე აიღეს ვალდებულება, რომ „განავითარონ ზომები“ ერთმანეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შესახებ ადრე […]

admin26.03.2025

სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor`s – საქართველოს საბანკო სექტორის რეგულირება და ზედამხედველობა მოწინავეა რეგიონში

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საბანკო სექტორის რისკის შეფასების მორიგი განახლება გამოაქვეყნა. დოკუმენტში მიმოხილულია ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის საბანკო სექტორის საერთო ტენდენციები, ძლიერი და სუსტი მხარეები, მთავარი გამოწვევები და მაკროეკონომიკური რისკები. ეკონომიკისა და საბანკო სექტორის რისკების საერთო შეფასების მიხედვით, საქართველო ქვეყნების მე-7 ჯგუფში მოხვდა, რაც ყაზახეთთან ერთად საუკეთესოა რეგიონში. ანგარიშში გავლენიანი სარეიტინგო კომპანია […]

admin25.03.2025

საქართველოსა და სერბეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 15 ივნისიდან დაიწყება

საქართველოს ავიაბაზარზე 2025 წლის 15 ივნისიდან ახალი ევროპული ავიაკომპანია Air Serbia შემოდის. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. უწყების ცნობით, ავიაკომპანია ბელგრადიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით, პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში სამი სიხშირით, Airbus 319-ით შეასრულებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, საქართველოსა და სერბეთს შორის ამ დრომდე პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა. […]

admin25.03.2025

პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო მამუკა ხაზარაძის საქმე პროკურატურაში გადაიგზავნება

საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო მამუკა ხაზარაძის საქმე პროკურატურაში გადაიგზავნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საპარლამენტო კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. საკითხი კენჭისყრაზე კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა დააყენა. „მამუკა ხაზარაძის შემთხვევაში, მან თავის „ფეისბუქპოსტიდან“ გამომდინარე აღარ დაგვიტოვა არანაირი კითხვის ნიშანიც კი, აპირებდა თუ არა […]

admin25.03.2025

საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად, Ba2 დონეზე დატოვა

საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად, Ba2 დონეზე დატოვა. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, Moody’s-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანას გააჩნია ძლიერი ეკონომიკური და ფისკალური პოზიცია. „როგორც Moody’s მიიჩნევს, ქვეყნის ეკონომიკური და ფისკალური მდგრადობის შენარჩუნებას ხელს უწყობს ისეთ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაგრძელებაც, რაც უზრუნველყოფს დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას. ანგარიშში ასევე, ხაზგასმულია, რომ საბანკო სექტორი […]

admin24.03.2025

მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სარჩელზე უარის თქმის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა უარი თქვა ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საკონსტიტუციო სარჩელზე, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის გაუქმებას ეხებოდა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი ეფუძნება გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, რაც ხელს უწყობს საქართველოს სახელმწიფოებრიობის უმთავრესი პრინციპის – სახელმწიფოს ეროვნული სუვერენიტეტის დაცვასა და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. კანონი ემსახურება საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირებას უცხოური ძალის ინტერესების […]

admin24.03.2025

ეროვნული ბანკი „ევრო 2024“-ზე ეროვნული ნაკრების ისტორიული ასპარეზობის აღსანიშნად საკოლექციო მონეტების რეალიზაციას იწყებს

26 მარტიდან საქართველოს ეროვნული ბანკი „ევრო 2024“ თემაზე საკოლექციო დანიშნულების მონეტების რეალიზაციას იწყებს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სიმბოლურია, რომ მონეტების რეალიზაცია საქართველოს ეროვნული ნაკრების უეფა-ს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლის თარიღს ემთხვევა. „შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო დანიშნულების ხუთი ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის მონეტები (ოქრო – 1 500-იანი, ხოლო ვერცხლი – 10 000-იანი ტირაჟით) […]

admin24.03.2025

ირაკლი კობახიძემ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს სომხეთთან მატჩში გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად, საქართველოსა და სომხეთის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო. ერთა ლიგის პლეიოფის მეორე შეხვედრა, რომელიც თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართა, საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 6:1 დასრულდა. მატჩს, საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებთან ერთად, ორი ქვეყნის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.  “დინამო არენაზე” იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. მატჩის შემდეგ ირაკლი კობახიძე […]

admin23.03.2025