Friday, 25 September 2026
$ 2.62 ▼
€ 2.98 ▼
£ 3.47 ▼
₽ 0.03 ▼
₺ 0.05 ─

კახა კალაძე გამოდის ინიციატივით, კვირაში ორი დღით კერძო ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალოს

თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიდეო ჩართვაში, ბოლო პერიოდის განმავლობაში დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ჰაერის დაბინძურების შემცირებაზე ისაუბრა. კახა კალაძემ მოსახლეობას მონაცემები წარუდგინა, რომელიც წერეთლის გამზირზე არსებულ მდგომარეობას ასახავს. მასში ნათლად ჩანს 2019 წელსა და 2020 წელს ჰაერში აზოტის შემცველობასთან დაკავშირებული სხვაობა. „ბოლო პერიოდის განმავლობაში დედაქალაქში, ისევე როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი […]

admin22.04.2020

შსს მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ საგანგებო მდგომარეობის წესებთან დაკავშირებით და დროებითი ნებართვების შესახებ 112-ზე არ დარეკონ

მოქალაქეები, ვისაც რეალურად სჭირდება გადაუდებელი დახმარება, სახანძრო-სამაშველო სამსახურის, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა ან საპატრულო პოლიციის გამოძახება, გადატვირთულობის გამო ვერ ახერხებენ “112”-თან დაკავშირებას, – შსს განცხადებას ავრცელებს, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ საგანგებო მდგომარეობის წესებთან დაკავშირებით და დროებითი ნებართვების შესახებ 112-ზე არ დარეკონ. „მოქალაქეები გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერს – 112-ს უკავშირდებიან ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების და საგანგებო მდგომარეობის წესების […]

admin22.04.2020

კომუნისტურ ვიეტნამში, რომლის მოსახლეობაც 97 მილიონს შეადგენს, კორონავირუსით ინფიცირებულთა მხოლოდ 268 შემთხვევაა გამოვლენილი და არც ერთი პაციენტი არ არის გარდაცვლილი

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა საგრძნობლად დაბალია მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში ვირუსის აფეთქების შემდეგ გამოითქმებოდა პროგნოზები, რომ რეგიონის ქვეყნები, რომელსაც ჩინელი ვიზიტორების უზარმაზარი რაოდენობა ჰყავდა, მათ შორის იქნებოდნენ, რომელთაც კორონავირუსი ყველაზე მეტად დააზარალებდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკაში, რომლის მოსახლეობაც 97 მილიონზე მეტს შეადგენს, ამ დროისთვის ინფიცირებულთა მხოლოდ 268 შემთხვევაა […]

admin22.04.2020

სალომე ზურაბიშვილი: „არ შეიძლება, თავდადებული ბრძოლის მიუხედავად, ექიმების მიმართ ისმოდეს შეურაცხმყოფელი განცხადებები, ეს ჩვენ არ გვეკადრება“

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჯანდაცვის სისტემის თანამშრომლებს მხარი დაუჭირა. მან აღნიშნულის შესახებ  პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ექიმების თავდაუზოგავმა შრომისა და მთავრობის დროული და ეფექტური ნაბიჯებით საქართველოში კორონავირუსით შექმნილი ვითარების მაქსიმალური გაკონტროლება შესაძლებელი გახდა. „ზუსტად ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ამ დარბაზში შევიკრიბეთ და საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. საგანგებო მდგომარეობის საშუალებით, ჩვენ […]

admin22.04.2020

არჩილ თალაკვაძე: „მასწავლებლებმა მართლაც განსაკუთრებული მაგალითი მისცეს საზოგადოებას, როდესაც საგანგებო მდგომარეობის და პანდემიის პირობებში ატარებენ დისტანციურ გაკვეთილებს“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საგანგებო სხდომაზე მადლობა გადაუხადა მასწავლებლებს დისტანციური გაკვეთილების ჩატარებისთვის და ასევე „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ტელესკოლის პროექტის განხორციელებისთვის, როგორც ქართული სკოლების მოსწავლეების, აგრეთვე ეთნიკური უმცირესობების სკოლების მოზარდებისთვისაც. „მასწავლებლებმა მართლაც განსაკუთრებული მაგალითი მისცეს საზოგადოებას, როდესაც საგანგებო მდგომარეობის და პანდემიის პირობებში ატარებენ დისტანციურ გაკვეთილებს და ახლა, ამ მონეტში ძალიან ბევრი მოსწავლე მონაწილეობს ამ პროცესში, იღებს […]

admin22.04.2020

გაერო გამაფრთხილებლად აცხადებს, რომ მსოფლიოს „ბიბლიური“ შიმშილობა ემუქრება

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გამაფრთხილებლად აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე მსოფლიო ფართომასშტაბიანი „ბიბლიური“ შიმშილობის რისკის ქვეშაა. მსოფლიო სასურსათო პროგრამის დირექტორმა დევიდ ბეისლიმ განაცხადა, რომ კატასტროფის თავიდან ასაცილებლად სასწრაფო, გადაუდებელი და ბრძნული ქმედებებია საჭირო. გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის სურსათის კრიზისზე მეოთხე ყოველწლიური გლობალური მოხსენების თანახმად მოშიმშილეთა რაოდენობა შესაძლოა თითქმის გაორმაგდეს და 135 მილიონიდან 250 მილიონზე მეტი შეადგინოს. […]

admin22.04.2020

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა, – ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 411 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 98 გამოჯანმრთელებული პაციენტია. კარანტინის რეჟიმში – 5160 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579.

admin22.04.2020

2020-2021 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ახალი ვადები დადგინდა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, პირველკლასელთა და მათი მშობლების ინტერესების გათვალისწინებით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ახალი ვადები დადგინდა. “პირველკლასელთა რეგისტრაციის I ეტაპი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს ეხებოდა, 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით უკვე წარმატებით განხორციელდა, თუმცა, პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების […]

admin22.04.2020

თბილისის ანძა სომხეთის დროშის ფერებში განათდა

კორონავირუსთან ბრძოლაში მხარდასაჭერად თბილისის ანძა სომხეთის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა. ამ ბრძოლაში ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! ერთად დავამარცხებთ პანდემიას – ამ მესიჯს საქართველო სომხეთს უგზავნის. საქართველომ მსგავსი სოლიდარობა სხვა ქვეყნებსაც გამოუცხადა და სიმბოლურად, თბილისის ანძა იტალიის, ესპანეთის, თურქეთის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, აზერბაიჯანისა და გერმანიის დროშების ფერებში გაანათა.

admin21.04.2020

[ვიდეო] საქართველოს პრეზიდენტის განცხადება საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გამოცხადების შესახებ

ერთი თვის წინ მოგმართეთ და გაცნობეთ საგანგებო მდგომარეობის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადების შესახებ. ასევე, წარმოგიდგინეთ დეკრეტი, რომლითაც დაწესდა კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებების გარკვეული შეზღუდვები. მიღებულმა ზომებმა განაპირობა ის, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში შევძელით და კონტროლის ქვეშ მოვაქციეთ დაავადების გავრცელების ტემპი და მასშტაბი. თუმცა, ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევა არ გვაძლევს უფლებას, მოვადუნოთ ყურადღება და შეზღუდვები ნაადრევად […]

admin21.04.2020