თენგიზ ცერცვაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს
ა.წ. 17 აპრილს, ზურაბ გურულმა, რომელიც საექიმო მოღვაწეობას აშშ-ში ეწევა, Facebook-ზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც კრიტიკულად მოიხსენია საქართველოში მოქმედი COVID-19-ის მკურნალობის პროტოკოლი და განსაკუთრებით პრეპარატ პლაქვენილის გამოყენება. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, გურული მანამდეც აქვეყნებდა ტენდენციურ განცხადებებს ჩვენს ქვეყანაზე, პოლიტიკურ სპექტრზე, ჯანდაცვის სისტემაზე და სხვ. “ასე მაგალითად ა.წ. 14 აპრილის პოსტში იგი სიტყვა-სიტყვით წერს […]